სიახლეები
-
2018 წელს ნაძალადევის რაიონში საყრდენი კედლების მშენებლობა-რეაბილიტაცია 18 მისამართზეა დაგეგმილი
2018 წლის ბიუჯეტში, ნაძალადევის რაიონის მასშტაბით, გზის დამჭერი კედლების მშენებლობა-რეაბილიტაცია 18 მისამართზეა გათვალისწინებული.
გამომდინარე იქიდან, რომ საყრდენი კედლების მშენებლობა მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებისთვის ხორციელდება, 2018 წელს აღნიშნული მიმართულება გამგეობისთვის პრიორიტეტული იქნება.
მერიის ინფრმაციით, 2017 წელს, ნაძალადევის რაიონში 14 გზის დამჭერი საყრდენი კედელი უკვე მოეწყო. ერთ-ერთი პროექტი ზვარეთის ქუჩაზე (#36) განხორციელდა, სადაც ძველი, დაზიანებული ბეტონის ფრაგმენტების გატანა მოხდა და ახალი 23 მ სიგრძის კედელი აშენდა.
აღნიშნულ მისამართზე შესრულებული სამუშაოების ღირებულაბამ 95 024 ლარი შეადგინა. გასული წლის განმავლობაში, 14 კედლის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან ჯამში 592 192 ლარი გამოიყო.ტეგები