სიახლეები
-
ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლით გზაზე სამშენებლო სამუშაოები გრძელდება
E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის, ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზისმშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. მშენებლობის პროექტის ფარგლებში, 15.2 კმ-იანმონაკვეთზე, გათვალისწინებულია ცემენტ-ბეტონის საფარიანი 4 ზოლიანი ჩქაროსნულიგზის, 9 პარალელური ხიდის, 2 სატრანსპორტო კვანძის, 5 საფეხმავლო ხიდის, მიწისქვეშაგასასვლელებისა და რკინა-ბეტონის წყალგამტარი მილების მშენებლობა. პროექტზე...
ვრცლად -
სოფელ ჭანიეთში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა დაიწყო
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა 2018 წლის თებერვალში დასრულდება,- ამის შესახებ ინფრომაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს. გამგეობის ცნობით, სოფელში ძველი სკოლის დემონტაჟი დაწყებულია. ჭანიეთის საჯარო სკოლაში 43 მოსწავლე სწავლობს, რომლებიც სასწავლო პროცესს ჭანიეთის ადმინისტრაცულ შენობაში გადიან. სოფელში...
ვრცლად -
ზუგდიდის თეატრის ისტორიულ შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება - ფოტო
ზუგდიდის თეატრის ისტორიულ შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ზუგდიდის შ.დადიანის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის შენობის რეკონსტრუქციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ტენდერში გამარჯვებული გახდა შპს „ად-სტუდიო“, რომელმაც წარმოადგინა თეატრის არქიტექტორული და ტერიტორიის კეთილმოწყობის პროექტი. შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის შალვა...
ვრცლად -
ურეკის განვითარებისთვის 65 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება
ურეკის განვითარებისთვის 65 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. პროექტის ფარგლებში მოწესრიგდება წყლისა და საკანალიზაციო სისტემები, გზა, გაზიფიკაცია და ასევე მოეწყობა პარკინგის ადგილებიც. პროექტი სამ წელზეა გათვლილი, რომლის დასრულების შემდეგ, ვარაუდობენ, რომ ურეკი თანამედროვე, ევროპული დონის კურორტი გახდება. დღეს კი ურეკში, ჯერ კიდევ, ბევრი წლების მანძილზე დაგროვილი...
ვრცლად -
ქობულეთში ეკოსასტუმროების მეგაპროექტის მშენებლობა იგეგმება
ქობულეთში ეკოსასტუმროების მეგაპროექტის მშენებლობა იგეგმება,- ამის შესახებ „ბიზნესკონტრაქტს“ ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ განუცახადა. მისი ინფორმაციით, უკრაინელი ინვესტორები ფიჭვნარის ტერიტორიაზე ეკოლოგიურად სუფთა პროექტის - 7-სართულიანი სასტუმროების მშენებლობას აპირებენ. სულხან ევგენიძის ინფორმაციით, ინვესტორებს სურთ, ადგილზე ხისა და შუშის...
ვრცლად -
ბათუმის მთავარი ნაძვის ხე 25 დეკემბერს საზეიმოდ განათდება
წელს ბათუმს ახალი ნაძვის ხე ექნება. ნაძვის ხის კონსტრუქციის მონტაჟი დღეს ევროპის მოედანზე დაიწყო. ბათუმის მთავარი ნაძვის ხე 25 დეკემბერს, ევროპის მოედანზე საზეიმოდ აინთება. 22 მეტრი სიმაღლისა და 11 მეტრი დიამეტრის ნაძვის ხე წითელი, მწვანე და ოქროსფერი სათამაშოებით, წითელი ბაფთებითა და ლედ ნათურებით მოირთვება. წელს ქუჩებსაც ახალი განათებები დაემატება და კონუსის ფორმის...
ვრცლად -
მდინარე ჩხერეზე ახალი ხიდის მშენებლობა სრულდება
საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) 125-ე კმ-ზე მდ. ჩხერეზე, ახალი სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. ხიდზე ჩატარებული სამუშაოები, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი სეთურიძემ დაათვალიერა. მდ. ჩხერეზე არსებული ძველი ხიდი, მდინარის ღვარცოფული გამონატანებისგან...
ვრცლად -
ბორჯომში მცხოვრებ 64 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი გადაეცათ
ბორჯომში, საცხოვრებელი ფართის მფლობელი 64 დევნილი ოჯახი გახდა. დევნილებს ახალი ბინების გასაღებები დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა გადასცეს. ბორჯომში, ვაშლოვანის ქუჩაზე, 4-სართულიანი შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „სამშენებლო ტრესტი N3“-მა განახორციელა...
ვრცლად -
"4 წელში 800 კმ გზა დაიგება, სადაც დაახლოებით 50 000 ადამიანი დასაქმდება"
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის კახაბერ გულედანის ინფორმაციით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში საქართველოში 800 კილომეტრი გზა დაიგება და ამ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე დაახლოებით 50 ათასი ადამიანი დასაქმდება. ამის შესახებ გულედანმა „საქმიანი დილის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა: -სამინისტროში მასშტაბური რეორგანიზაცია მიმდინარეობს...
ვრცლად -
ABC: ტრამპი საქართველოსთვის „ტრამპ თაუერის“ მშენებლობის ლიცენზიის ჩამორთმევას აპირებს
დონალდ ტრამპის ორგანიზაცია საქართველოსთვის „ტრამპ თაუერის“ მშენებლობის ლიცენზიის ჩამორთმევას აპირებს და ამისთვის გარკვეულ ნაბიჯებსაც დგამს,- ამის შესახებ ინფორმაციას ABC ავრცელებს. მათი ცნობით, ტრამპის ორგანიზაციამ უკვე გააუქმა აზერბაიჯანში სასტუმროს მშენებლობის ლიცენზია და იგივე ნაბიჯებს დგამს მეზობელ საქართველოშიც. გამოცემის ცნობით, ეს ყველაფერი...
ვრცლად



