მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 18  დეკემბერი  2016

    "4 წელში 800 კმ გზა დაიგება, სადაც დაახლოებით 50 000 ადამიანი დასაქმდება"

    რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის კახაბერ გულედანის ინფორმაციით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში საქართველოში 800 კილომეტრი გზა დაიგება და ამ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე დაახლოებით 50 ათასი ადამიანი დასაქმდება. ამის შესახებ გულედანმა „საქმიანი დილის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა:

    -სამინისტროში მასშტაბური რეორგანიზაცია მიმდინარეობს. ცნობილია გეგმები, რომელზეც ახალმა მინისტრმა ზურაბ ალავიძემ ისაუბრა. ეს არის ოპტიმიზაცია და სხვადასხვა დეპარტამენტის შესაძლო გაუქმება, მათ შორის საკურაციო სფეროების გადანაწილება მოადგილეებს შორის. პროცესი არის თუ არა დასრულებისკენ?

    -სამინისტროში მართლაც დაიწყო რეორგანიზაციის პროცესი, რომლიც ახლაც მიმდინარეობს და წლის ბოლოს დასრულდება. რეორგანიზაციას და ოპტიმიზაციას რაც შეეხება, უნდა აღვნიშნო, რომ რაღაც რადიკალური ღონისძიებების გატარება ამ კუთხით არ იგეგმება. უბრალოდ ჩვენ გვინდა იმ ამოცანებიდან და მიზნებიდან გამომდინარე, რომელიც სამინისტროს წინაშე დგას სტრუქტურა უფრო ეფექტური და მოქნილი გავხადოთ. ეს არის მთავარი მიზეზი. ამჟამად მუშა პროცესია, რომელიც გამჭვირვალეა და შედეგებიც მიმდინარე წლის ბოლოსთვის საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება.

    -თქვენი მოსაზრება და მეტი სტატისტიკა იმ პროექტებთან დაკავშირებით რომლებზეც მზადება ახლა ხდება, რეორგანიზაციის პარალელურად სამინისტროში რა იგეგმება, რა ბიუჯეტზე გადიხართ?

    -რეორგანიზაციის პროცესი აბსოლუტურად უმტკივნეულოდ მიმდინარეობს და ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობას ხელს არანაირად არ უშლის. მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმა გაცხადდა და ჩვენი სამინისტროს მთავარი პრიორიტეტული მიმართულებები მომდევნო წელიწადში იქნება ზუსტად ამ 4 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი - სივრცითი მოწყობის ნაწილი, რაც ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებასა და განხორციელებას გულისხმობს მომდევნო 4 წელიწადში. მომდევნო 4 წლის განმავლობაში იგეგმება დაახლოებით 800 კმ გზის დაგება, რომელზეც ჩვენი ვარაუდით, დაახლოებით 50 000 ადამიანი დასაქმდება. აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი ავტობანის მშენებლობა მთლიანად დამთავრდება, რაც რიკოთის უღელტეხილსაც გულისხმობს. 2017 წელს პროექტირების კუთხით საერთო ჯამში 470 კმ სიგრძის გზის მონაკვეთები უნდა დაპროექტდეს, რომლის კაპიტალიზაციაც 2.3 მილიარდი აშშ დოლარი იქნება. ეს ეხება ჩუმათელეთი-არგვეთის მონაკვეთს-53კმ, გრიგოლეთი-ჩოლოქის მონაკვეთს-14კმ, ბათუმის შემოვლითი, სარფი - 11კმ, სამტრედია-ანაკლია-90კმ, ჟინვალი-თბილისის შემოვლითი-158კმ, ქვეშეთი-კობი-16კმ, თბილისი-ბაკურციხე-წნორი-გურჯაანი-თელავი -128კმ. 2017 წელს მხოლოდ დაპროექტებები იქნება და ამ პროექტების რეალური განხორციელება მომდევნო 2018 წლიდან დაიწყება. ადრე დაწყებულ პროექტებს რაც შეეხება, რომლებიც მომავალ წელს უნდა დასრულდეს, საბოლოო ჯამში ეს არის 45 კმ გზა 420 მილიონი ლარის კაპიტალიზაციით. ეს არის აგარა-ზემო ოსიაური-12კმ, ზესტაფონი-ქუთაისი-15კმ მონაკვეთი და ქობულეთის შემოვლითი 18 კმ მონაკვეთი. ასევე 2017 წელს სამუშაოები დაიწყება, რომლებიც მომდევნო წლებში დასრულდება. ეს იქნება საერთო ჯამში 745 მილიონი აშშ დოლარის საერთო კაპიტალიზაციის და საერთო სიგრძით 450 კმ მონაკვეთი, ზემო ოსიაური-ჩუმათელეთი-14 კმ-იანი გზა, რომელიც საბოლოოდ 2020 წელს დასრულდება, სამტრედია-გრიგოლეთი-12კმ დასრულდება 2019 წელს, ბათუმის შემოვლითი-14 კმ, ხულო-ზარზმა-47კმ, ბაღდათი-აბასთუმანი-60კმ, ზემო იმერეთი-რაჭა-50კმ, თუშეთისა და ხევსურეთის გზები-250კმ და დევდორაკის გვირაბი-1.2კმ.

    -რომელიმე გზა თუ არის, რომელიც გეგმაში იყო, რომ დასრულებულიყო და ვერ ესწრება და რაიმე მიზეზი თუ არსებობს მისი დაუსრულებლობის?

    -ჩვენ გეგმას მივყვებით და ყველა პროექტი დასრულდება და რაც უნდა დაიწყოს და უნდა დაპროექტდეს ყველა დაპროექტდება.

     

     

     

     

     


პარტნიორები