სიახლეები
-
27 დეკემბერი 2016
თქვენი რეკლამა
სოფელ ჭანიეთში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა დაიწყო
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა 2018 წლის თებერვალში დასრულდება,- ამის შესახებ ინფრომაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.
გამგეობის ცნობით, სოფელში ძველი სკოლის დემონტაჟი დაწყებულია.
ჭანიეთის საჯარო სკოლაში 43 მოსწავლე სწავლობს, რომლებიც სასწავლო პროცესს ჭანიეთის ადმინისტრაცულ შენობაში გადიან.
სოფელში ამბობენ, რომ კონტიგენტი ბევრად მეტია, თუმცა ძველი სკოლის ავარული მდგომარების გამო მოსწავლეები ქალაქ ოზურგეთის საჯარო სკოლებში სწავლობენ.
მშენებლობა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაკვეთით მიმდინარეობს.
სამშენებლო სამშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „კაპიტალ კონტრაქსშენი“ ახორციელებს.
პროექტის ღირებულება დაახლოებით 1 600 000 ლარს შეადგენს.