მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 24  დეკემბერი  2016

    ქობულეთში ეკოსასტუმროების მეგაპროექტის მშენებლობა იგეგმება

    ქობულეთში ეკოსასტუმროების მეგაპროექტის მშენებლობა იგეგმება,- ამის შესახებ „ბიზნესკონტრაქტს“ ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ განუცახადა.

    მისი ინფორმაციით, უკრაინელი ინვესტორები ფიჭვნარის ტერიტორიაზე ეკოლოგიურად სუფთა პროექტის - 7-სართულიანი სასტუმროების მშენებლობას აპირებენ. სულხან ევგენიძის ინფორმაციით, ინვესტორებს სურთ, ადგილზე ხისა და შუშის კონსტრუქციებისგან სასტუმრო კომპლექსი ააშენონ, რომელიც რამდენიმე შენობას მოიცავს.

    გამგებელი ამბობს, რომ თუ მშენებლობა განხორციელდა, ეს ქობულეთისთვის მეგა პროექტი იქნება.

    სულხან ევგენიძის ცნობით, უკრაინელები პროექტში პირველ ეტაპზე 7 მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავენ. გამგებლის განცხადებით, პროექტი ჯერჯერობით დამუშავების სტადიაზეა და საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

     

     

     

     

     

     


პარტნიორები