სიახლეები
-
27 დეკემბერი 2016
თქვენი რეკლამა
ზუგდიდის თეატრის ისტორიულ შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება - ფოტო
ზუგდიდის თეატრის ისტორიულ შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ზუგდიდის შ.დადიანის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის შენობის რეკონსტრუქციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ტენდერში გამარჯვებული გახდა შპს „ად-სტუდიო“, რომელმაც წარმოადგინა თეატრის არქიტექტორული და ტერიტორიის კეთილმოწყობის პროექტი.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრი დანგრევის პირასაა. დაზიანებულ შენობაში უკვე რამდენიმე წელია ოთახების ნაწილი უსაფრთხოების მიზნით გაუქმებულია. მომავალ წელს თეატრს 150 წელი უსრულდება.