მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 29  დეკემბერი  2016

    ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლით გზაზე სამშენებლო სამუშაოები გრძელდება

    E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის, ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზისმშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. მშენებლობის პროექტის ფარგლებში, 15.2 კმ-იანმონაკვეთზე, გათვალისწინებულია ცემენტ-ბეტონის საფარიანი 4 ზოლიანი ჩქაროსნულიგზის, 9 პარალელური ხიდის, 2 სატრანსპორტო კვანძის, 5 საფეხმავლო ხიდის, მიწისქვეშაგასასვლელებისა და რკინა-ბეტონის წყალგამტარი მილების მშენებლობა.

    პროექტზე 360ადამიანია დასაქმებული.ამ დროისთვის, ხიდებზე ბურჯების, რიგელების, ლითონის ბარიერებისა და სადეფორმაციო ნაკერების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე, მიმდინარეობსგზის გამყოფ ზოლზე ნიუჯერსის ბეტონის ბარიერებისა და გზის საფუძვლის მოწყობაცემენტ-ბეტონის საფარის დასაგებად.

    სამუშაოებს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრიზურაბ ალავიძე და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე ადგილზე გაეცნენ. ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობა გაზრდის ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებას, შეამცირებს გადაზიდვების ხარჯებს და ხელს შეუწყობს სატრანზიტო მიმოსვლის ზრდას.

    აღნიშნული მონაკვეთი, პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირკიაშვილის ინიციატივის, 4 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მიმართულების ქვეყნის სივრცითი განვითარებისუმთავრესი ნაწილია. ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობა 2017 წლის გაზაფხულზე დასრულდება. სამშენებლო სამუშაოები იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება.


პარტნიორები