მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

ძიება ტეგის მიხედვით: მერია
  • 05  აპრილი  2018

    შავნაბადას ქუჩაზე, 3500 კვ.მ-ზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა

    თბილისში, კერძოდ, ტაბახმელაში, შავნაბადას ქუჩაზე, გზის კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულდა. საგზაო ინფრასტრუქტურა 3500 კვ.მ-ზე მოწესრიგდა, შეკეთდა გზის სავალი ნაწილი, სადაც ორფენიანი ასფალტის საფარი დაიგო, ასევე, მოასფალტდა ადგილობრივ მაცხოვრებელთა ეზოებში შესასვლელი გზის მონაკვეთები.     ინფრასტრუქტურული პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 170 ათასი ლარი...

    ვრცლად
  • 02  აპრილი  2018

    მტკვარი სატრანსპორტო გადაადგილების საშუალებად უნდა იქცეს

    ელექტრონული პორტალის – „შენი იდეა ქალაქის მერს“ – ფარგლებში, თბილისის მერს, კახა კალაძეს მოქალაქეები მორიგ იდეას სთავაზობენ, რომელიც მდინარე მტკვრის სატრანსპორტო გადაადგილების საშუალებად გადაქცევას გულისხმობს. იდეის ავტორი ბაკურ დარსალია მიიჩნევს, რომ მდინარის სათანადო გამოყენება დადებითად იმოქმედებს დედაქალაქში ცხოვრების ხარისხზე და ღირებულ ეკონომიკურ...

    ვრცლად
  • 28  მარტი  2018

    ვერეს ხეობასა და დიღმის ჭალებში განაშენიანების გეგმა თბილისის მერიამ არ დაამტკიცა

    თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ბოლო პერიოდში დიღმის ჭალებში განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცებას უარი ეთქვა და ვერეს ხეობასა და მტკვრის კალაპოტში გაცემული სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გასაბათილებლად, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. როგორც კახა კალაძემ დღეს გამართულ თბილისის მთავრობის სხდომაზე განმარტა, შესაბამის დოკუმენტებში სერიოზული...

    ვრცლად
  • 28  მარტი  2018

    ლისის ტბის არეალში განაშენიანების პროცესი შეჩერდა

    ლისის ტბის არეალში განაშენიანების პროცესი შეჩერდა , - ამის შესახებ თბილისის მერმა განაცხადა. კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ქაოტური განაშენიანებით ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია იმ ბუნებრივი მახასიათებლების გაქრობის საფრთხის წინაშეა, რითაც ლისი არის მიმზიდველი როგორც სარეკრეაციო ზონა. მერმა აღნიშნა, რომ უკვე დაწყებულია ამ ზონის პოტენციალის კვლევა და ურბანული...

    ვრცლად
  • 26  მარტი  2018

    გლდანში, 13 000 კვ.მ ტერიტორიაზე მწვანე სივრცე მოეწყობა

    თბილისში, გლდანის რაიონში, კერძოდ, მე-6 მიკრორაიონში, 13000 კვ.მ. ტერიტორიაზე პარკი მოეწყობა. პროექტი უკვე მზად არის. მას შემდეგ, რაც რიგი ცვლილებების შედეგად პროექტის დიზაინი უფრო დაიხვეწება, გამოცხადდება ტენდერი და სამუშაოები დაიწყება. აღნიშნული ტერიტორია თბილისის მერმა, კახა კალაძემ დაათვალიერა და განაცხადა, რომ ამ ადგილას პარკის მოწყობა მისი ერთ-ერთი წინასაარჩევნო...

    ვრცლად
  • 22  მარტი  2018

    თბილისი და მინსკი საბინაო-კომუნალურ სფეროში ითანამშრომლებენ

    თბილისი და მინსკი პრაქტიკული ცოდნისა და პოზიტიური გამოცდილების გაზიარებას საბინაო-კომუნალურ სფეროში, კერძოდ, ტექნიკური მომსახურებისა და საბინაო ფონდის კაპიტალური რემონტის, ეზოებში პარკირების ადგილების მოწყობისა და საბინაო-კომუნალურ სფეროში მოწინავე IT ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით ითანამშრომლებენ. თბილისის მერმა კახა კალაძემ და მინსკის საქალაქო...

    ვრცლად
  • 20  მარტი  2018

    გენგეგმის ჯგუფი თბილისის მთავრობას 7 ახალ პარკს სთავაზობს

    თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ჯგუფი, დედაქალაქის მთავრობას მდინარე მტკვრის გარეშემო 7 საპარკე ტერიტორიას სთავაზობს. ​როგორც გენგეგმის ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, არქიტექტორი მერაბ ბოლქვაძე აცხადებს, მწვანე არეალების თვალსაზრისით თბილისში ძალიან დაბალი მაჩვენებელია და ეს პრობლემა აუცილებლად სწრაფად უნდა მოგვარდეს. ​მისივე თქმით, მდინარის ხევები...

    ვრცლად
  • 19  მარტი  2018

    ბათუმში ''იაფი სახლი'' შესაძლოა შპს ''მომავლის ხედვამ'' ააშენოს

    ''იაფი სახლი'' შესაძლოა შპს "მომავლის ხედვამ" ააშენოს. სწორედ ეს კომპანიაა, რომელმაც მერიის მიერ გამოცხადებული ''იაფი სახლის'' ტენდერში ყველაზე დაბალი ფასი დააფიქსირა. როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, უახლოეს პერიოდში მოხდება დოკუმენტების დაზუსტება, თუ პრეტენდენტი ყველა პირობას დააკმაყოფილებს, ის 2 მილიონ 181 ათას 664 ლარად საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს...

    ვრცლად
  • 19  მარტი  2018

    თბილისში, ყიფიანის ქუჩაზე ძველი რიყის ქვის დემონტაჟი მიმდინარეობს ( ფოტო )

    თბილისის მთაწმინდის რაიონში, ყიფიანის ქუჩაზე გზის რესტავრაცია მიმდინარეობს, ეწყობა ქვაფენილი. კაპიტალურად შეკეთდება 1500 კვ.მ. ამორტიზებული გზა და ტროტუარი, რომლის გასწვრივ 430 გრძივი მეტრი ბორდიური მოეწყობა. ეტაპობრივად მიმდინარეობს ძველი რიყის ქვის დემონტაჟი და ბაზალტის ახალი ქვაფენილის მოწყობა, ასევე, იგეგმება მიწისქვეშა კომუნიკაციების...

    ვრცლად
  • 15  მარტი  2018

    კახა კალაძე სოფელ დიღომში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

    დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, სოფელ დიღომში საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური სოფელ დიღომში სამი მთავარი ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოებს აწარმოებს. ყაზბეგის, ფიროსმანისა და რუსთაველის...

    ვრცლად

პარტნიორები