მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 20  მარტი  2018

    გენგეგმის ჯგუფი თბილისის მთავრობას 7 ახალ პარკს სთავაზობს

    თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ჯგუფი, დედაქალაქის მთავრობას მდინარე მტკვრის გარეშემო 7 საპარკე ტერიტორიას სთავაზობს.
    ​როგორც გენგეგმის ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, არქიტექტორი მერაბ ბოლქვაძე აცხადებს, მწვანე არეალების თვალსაზრისით თბილისში ძალიან დაბალი მაჩვენებელია და ეს პრობლემა აუცილებლად სწრაფად უნდა მოგვარდეს.


    ​მისივე თქმით, მდინარის ხევები და მდინარეები უნდა გათავისუფლდეს, შენარჩუნდეს მთები და მთის ფერდობები ლანდშაფტური კუთხით.
    “ამიტომ აუცილებელია, დედაქალაქის ცენტრალური ნაწილისთვის შეიქმნას სპეციალური პროექტი. ლანდშაფტისა და გამწვანების გეგმით ჩვენ შევთავაზეთ ქალაქს უფრო მეტი გამწვანებული არეალი. რაც შეეხება მტკვარს, ის ლანდშაფტური სახით შენარჩუნებულია მხოლოდ ორ არეალში – დიღმის ჭალებსა და ფონიჭალაში. ამ პერიმეტრზე ჯებირების გარეშე უნდა შევინარჩუნოთ ეს მდინარე და აუცილებელია მის ირგვლივ პარკების მოწყობა. ქალაქმა ნელ-ნელა უნდა დაიწყოს ფიქრი მტკვრის დაბრუნებაზე”, – მიაჩნია ბოლქვაძეს.

     

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები