სიახლეები
-
თბილისში, ყიფიანის ქუჩაზე ძველი რიყის ქვის დემონტაჟი მიმდინარეობს ( ფოტო )
თბილისის მთაწმინდის რაიონში, ყიფიანის ქუჩაზე გზის რესტავრაცია მიმდინარეობს, ეწყობა ქვაფენილი. კაპიტალურად შეკეთდება 1500 კვ.მ. ამორტიზებული გზა და ტროტუარი, რომლის გასწვრივ 430 გრძივი მეტრი ბორდიური მოეწყობა. ეტაპობრივად მიმდინარეობს ძველი რიყის ქვის დემონტაჟი და ბაზალტის ახალი ქვაფენილის მოწყობა, ასევე, იგეგმება მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება.
სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო მთაწინდის გამგებელი დავით კირკიტაძე. მისი თქმით, გზის რეაბილიტაციის ფარგლებში, არსებულ რიყის ქვას, რომელიც დაზიანებულია და ასევე, არაკომფორტულია გადაადგილებისთვის, ქვაფენილი ჩაანაცვლებს. ქუჩის მცხოვრებლები კეთილმოწყობილი ქვაფენილის გზით ისარგებლებენ.
მისივე ინფორმაციით, მთაწმინდის გამგეობა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ამ ქუჩაზე ორ თვეში დაასრულებს.
“ფაქტობრივად, კეთდება ხანგრძლივ ექსპლუატაციაზეა გათვლილი ახალი, კაპიტალური გზა, რომლის მშენებლობაც მაისში დასრულდება“, – განაცხადა გამგებელმა.
საგზაო სამუშაოებს ყიფიანის ქუჩაზე გამგეობის კონტრაქტორი კომპანია შპს „ლატი+” ასრულებს. პროექტის ღირებულება 163 800 ლარია.ტეგები