სიახლეები
-
28 მარტი 2018
თქვენი რეკლამა
ლისის ტბის არეალში განაშენიანების პროცესი შეჩერდა
ლისის ტბის არეალში განაშენიანების პროცესი შეჩერდა , - ამის შესახებ თბილისის მერმა განაცხადა.
კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ქაოტური განაშენიანებით ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია იმ ბუნებრივი მახასიათებლების გაქრობის საფრთხის წინაშეა, რითაც ლისი არის მიმზიდველი როგორც სარეკრეაციო ზონა.
მერმა აღნიშნა, რომ უკვე დაწყებულია ამ ზონის პოტენციალის კვლევა და ურბანული სამსახურის უფროსს დაავალა, რომ შემუშავდეს ერთიანი განვითარების ჩარჩო-გეგმა, რომელსაც დაეფუძნება მომავალში ამ არეალის განვითარება.ტეგები