მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 04  ნოემბერი  2016

    სამგორის რაიონში 200 ძირი ხე დარგეს

    თბილისის სამგორის რაიონში გამართული გამწვანების აქციის ფარგლებში, ჯავახეთის ქუჩაზე დღეს, 220 ძირი სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე დარგეს. აქციაში თბილისის მერი დავით ნარმანია ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფრო ნინო სულხანიშვილთან და სამგორის რაიონის გამგებელ გიორგი ბაგრატიონთან ერთად მონაწილეობდა.
    “გამწვანების ღონისძიებები, მთელი ქალაქის მასშტაბით, რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება და შიდა კვარტალურ ტერიტორიებსა და თარგებს სრულად გავამწვანებთ. ეს აქტივობები დედაქალაქში მიმდინარე საშემოდგომო რგვების ნაწილია“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

    ოლიმპიური დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე 3,5 მეტრის სიმაღლის 150 ძირი კვიპაროსი, 50 ძირი მთის ნეკერჩხალი და 20 ძირი აკაცია დაირგო. მათ მოვლაზე კი მერიის კონტრაქტორი კომპანიები – „მწვანე სახლი“ და „მაგნოლია“ 4 წლის განმავლობაში იზრუნებს.
    მათივე ინფორმაციით, გამწვანების სეზონური ღონისძიებების ფარგლებში, თბილისის შემოგარენსა და ცენტრალურ უბნებში, 80 000 ხე-მცენარე დაირგვება.

     

     

     

     


პარტნიორები