სიახლეები
-
თბილისის მახათას მთაზე ზეთისხილის ბაღს გააშენებენ
თბილისის მახათას მთაზე, სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე ხვალ ზეთისხილის ბაღების გაშენება 11.00 საათზე დაიწყება. გამწვანების აქციაში, თბილისის მერიასთან ერთად, სტუდენტი – ახალგაზრდობაც მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც აქციაში მერიის სპორტის საქალაქო სამსახურის ინიციატივით ჩაერთვებიან. პირველ ეტაპზე 2600 ძირ ზეთისხილის ნერგს დარგავენ. მანამდე ტერიტორიაზე შეიტანეს სასუქი და ორმოები მოამზადეს.
საშემოდგომო რგვების ფარგლებში მახათას მთაზე სულ 12 ათასი ზეთისხილის ხის ნერგის დარგვა იგეგმება. ევროპული ნერგები თურქეთიდან მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის კონტრაქტორ ფირმა – “გამწვანება 2016”-ს შემოაქვს.
მათივე ინფორმაციით, ისტორიული წყაროების თანახმად, ზეთისხილის ხე საქართველოში საუკუნეების წინაც მოჰყავდათ. ეს მცენარე ხარობდა როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში.
“ვფიქრობთ, ზეთისხილის ბაღები თბილისსაც ძალიან მოუხდება და 2016 წლის საშემოდგომო რგვების ფარგლებში ზეთისხილის ბაღების გაშენება დაიწყება მახათას მთაზე და ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე”, – აცხადებენ მერიაში.





