სიახლეები
-
05 ნოემბერი 2016
თქვენი რეკლამა
ბათუმში სავაჭრო ცენტრი "ბათუმი მოლი" გაიხსნა
"ბათუმში, პირველი ყველაზე მასშტაბური სავაჭრო ცენტრი "ბათუმი მოლი" გაიხსნა",- ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
„ბათუმი მოლი“ არის 4 სართულიანი და შენობას თან ახლავს 6 -დონიანი პარკინგი, რაც ბათუმისათვის სიახლეს წარმოადგენს.
ამ ეტაპზე სავაჭრო მოლში გახსნილია და წარმოდგენილია სხვადასხვა ტიპის და დანიშნულების 50-მდე ბრენდი და გასართობი ობიექტი. წლის ბოლოსათვის დაგეგმილია ობიექტების რაოდენობის ზრდა. შესაბამისად 2016 წლის ბოლოს, „ბათუმი მოლი“ ჯამში 120 ობიექტით მოემსახურება ბათუმელებს და მის სტუმრებს.
სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე განთავსებულია: ჰიპერპერმარკეტი, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის ბრენდული მაღაზიები , პარფიუმერული, სამკაულის და აქსესუარების მაღაზიები, სატრენაჟორო დარბაზი, კაფეები,ბარები და სხვადასხვა გასართობი ობიექტები.
პროექტზე 20 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. მშენებლობის პროცესში დასაქმებული იყო 200 ადამიანი, ხოლო გახსნის შემდეგ დასაქმდება - 50-მდე ადამიანი.
სავაჭრო ცენტრის გახსნას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად ესწრებოდა.
“მინდა პირველ რიგში მივულოცო ბათუმელებს. პირველი მრავალფუნქციური მოლი გვაქვს ბათუმში. დღეიდან ბათუმელებს აქ შუძლიათ მოვიდნენ ოჯახებთან ერთად და დაისვენონ. არაჩვეულებრივი გარემოა და ეს არის პირველი მერცხალი. მრავალი მოლი და სავაჭრო ცენტრი გაიხსნება მალე ბათუმში ” - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.