სიახლეები
-
კოჯორში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს
თბილისის შემოგარენში, კერძოდ, მთაწმინდის რაიონის შემოერთებულ ტერიტორიაზე, კოჯორში, სკოლის ქუჩისა და სკოლის ქუჩის ჩიხის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, 2 200 კვ მეტრზე ასფალტის საფარი დაიგება, ხოლო 356 კვ მეტრზე კი რიყის ქვით ქვაფენილიანი გზა გაკეთდება. სამუშაოების ფარგლებში, 500 გრძივი მეტრი ბეტონის ბორდიური და 280 გრძივი მეტრი...
ვრცლად -
თბილისში ჩუღურეთის რაიონში ახალი სპორტული მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს
თბილისის ჩუღურეთის რაიონში, ხუდადოვის ქუჩის N173-ში ახალი მრავალფუნქციური სპორტული მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს. სპორტული მოედანი, ფეხბურთისა და კალათბურთისთვისაა განკუთვნილი. ხუდადოვის ქუჩის მცხოვრებლებს ახალი სპორტული მოედნით სარგებლობა ივნისში შეეძლებათ. მათივე ინფორმაციით, სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „პე-ბე“ აწარმოებს.
ვრცლად -
თბილისში ავშნის ქუჩაზე ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს
თბილისის ნაძალადევის რაიონში, ავშნის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები გრძელდება. როგორც “სითი კვირას” ნაძალადევის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, პროექტის ფარგლებში, ტროტუარები, ბორდიურები ეწყობა და გზის სავალ ნაწილზე ორი ფენა ასფალტის საფარი იგება. მათივე ინფორმაციით, საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაწყებამდე, ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ქუჩაზე...
ვრცლად -
თბილისში ფალიაშვილის N110-ში საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს
თბილისის ვაკის რაიონში, ფალიაშვილის N110-ში საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს. კედლის სიგრძე 41 მეტრს, ხოლო სიმაღლე 2,35 მეტრს შეადგენს. სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში ახორციელებს. აღნიშნულ მისამართზე საყრდენი კედლის მშენებლობა მოსახლეობის მოთხოვნა იყო, რადგან მიწა იყრებოდა, გზას და ეზოს საფრთხეს უქმნიდა. საყრდენი კედლის...
ვრცლად -
ვაჟა-ფშაველას IV კვარტალში ახალი სკვერი მოეწყობა
თბილისის ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას IV კვარტლის 16-25 საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი სკვერი მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოები ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში ხორციელდება. სკვერში ახალი ფილები უკვე დაიგო და საბავშვო ატრაქციონებისთვის საფუძველი მოეწყო. იგეგმება ასევე ახალი სკამების, სანაგვე ურნების, ფანჩატურის...
ვრცლად -
კოლმეურნეობის მოედანზე კომერციული პავილიონის მშენებლობა იწყება
კომპანია PP კოლმეურნეობის მოედანზე, ყვავილების ბაზრის ტერიტორიაზე კომერციული პავილიონის მშენებლობას იწყებს. ამის შესახებ, „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანიის დირექტორმა ლაურა ღაჭავამ განუცხადა. მისი თქმით, დაახლოებით 2 კვირა იქნება რაც მერიამ პროექტი დაამტკიცა. „მერიამ პროექტი დაგვიმტკიცა და გარემოვაჭრეების ტერიტორიიდან გაყვანაშიც დაგვეხმარა. პავილიონის 3 ათასი...
ვრცლად -
თბილისში ჯანაშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა
თბილისის ვაკის რაიონში, ჯანაშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა. მოეწყო ტროტუარები, დამონტაჟდა ახალი ბაზალტის ბორდიურები და 2100-მდე მ2 ასფალტის საფარი დაიგო. სამუშაოების ვაკის რაიონის გამგეობის დაკვეთით შპს „ჯეო სერვისმა“ განახორციელა.
ვრცლად -
თბილისში თაბუკაშვილის ქუჩაზე ავარიული სახლის გამაგრება იგეგმება
თბილისის მთაწმინდის რაიონში, თაბუკაშვილის ქუჩის №42-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის წინმსწრებ-დამზღვევი სამუშაოები გრძელდება. სამუშაოების ფარგლებში გამაგრდება სახლის მზიდი კედელი, რის შემდეგაც თანადაფინანსებული პროექტების პროგრამის ფარგლებში სახლის ფუნდამენტური გამაგრების პროცესი დაიწყება. მთაწმინდის გამგეობის ინფორმაციით, თაბუკაშვილის №42-ში 36 ოჯახი...
ვრცლად -
“მზიურში” მასშტაბური მშენებლობები არ უნდა განხორციელდეს
თბილისის მიწათსარგებლობის განახლებულ გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფი, დედაქალაქის მთავრობას საქალაქო პარკის მოსაწყობად „მზიურის“ ტერიტორიას სთავაზობს. მათი რეკომენდაციით, საპარკო ფუნქცია რომ არ დაიკარგოს, იქ რაიმე სახის მასშტაბური მშენებლობა არ უნდა განხორციელდეს. როგორც „სითი კვირას“ არქიტექტორმა, გენგეგმის ჯგუფის წევრმა გოგი აბაშიძემ განუმარტა...
ვრცლად -
თბილისში რაგბის ახალი სავარჯიშო კომპლექსი გაიხსნა
თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ალიბეგაშვილთან და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ , ტარიელ ხეჩიკაშვილთან ერთად გლდანის რაიონში, მუხიანის IV მ/რ-ის მიმდებარედ, რაგბის ახალი სავარჯიშო კომპლექსი გახსნა. როგორც თბილისის მერიიდან იუწყებიან, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სპორტული ბაზა 4 ჰა ტერიტორიაზეა...
ვრცლად