სიახლეები
-
30 მაისი 2017
თქვენი რეკლამა
თბილისში თაბუკაშვილის ქუჩაზე ავარიული სახლის გამაგრება იგეგმება
თბილისის მთაწმინდის რაიონში, თაბუკაშვილის ქუჩის №42-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის წინმსწრებ-დამზღვევი სამუშაოები გრძელდება.
სამუშაოების ფარგლებში გამაგრდება სახლის მზიდი კედელი, რის შემდეგაც თანადაფინანსებული პროექტების პროგრამის ფარგლებში სახლის ფუნდამენტური გამაგრების პროცესი დაიწყება.
მთაწმინდის გამგეობის ინფორმაციით, თაბუკაშვილის №42-ში 36 ოჯახი ცხოვრობს. აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 132 200 ლარია გამოყოფილი. სამუშაოების მიმდინარე პროცესი მთაწმინდის რაიონის გამგებელმა გელა არჩვაძემ დაათვალიერა.