მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 02  ივნისი  2017

    თბილისში ფალიაშვილის N110-ში საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს

    თბილისის ვაკის რაიონში, ფალიაშვილის N110-ში საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს. კედლის სიგრძე 41 მეტრს, ხოლო სიმაღლე 2,35 მეტრს შეადგენს. სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში ახორციელებს.
    აღნიშნულ მისამართზე საყრდენი კედლის მშენებლობა მოსახლეობის მოთხოვნა იყო, რადგან მიწა იყრებოდა, გზას და ეზოს საფრთხეს უქმნიდა. საყრდენი კედლის მშენებლობისთვის 48 300 ლარია გამოყოფილი.
    სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგეობის დაკვეთით შპს “მეგაბეტონი” აწარმოებს. სამუშაოები 2 კვირაში დასრულდება.


პარტნიორები