სიახლეები
-
ახალციხეში სამშენებლო საწარმო შეიქმნება
შპს „დემეტრე და კომპანია” ახალციხეში სამშენებლო მასალის საწარმოს შექმნის. როგორც ეკონომიკის სამინისტროდან იუწყებიან, საწარმო მომხმარებელს რამდენიმე სახეობის პროდუქციას შესთავაზებს. კერძოდ, თბოიზოლირებულ სამშენებლო ბლოკს, ბეტონის ბლოკს, სანიაღვრე არხს, მოსაპირკეთებელ ფილას და ბორდიურს. კომპანია ნედლეულს ადგილობრივი მომწოდებლებისგან შეისყიდის და წარმოებული...
ვრცლად -
ოზურგეთში ასფალტის გადამამუშავებელი საწარმო ამოქმედდება
ასფალტის გადამამუშავებელი საწარმო ამოქმედდება ოზურგეთის რაიონის სოფელ გურიანთაში, რისთვისაც კომპანია „ახალი ქარხანა“ 1 002 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. ახალი საწარმო 2017 წლის ივნისის თვეში გაიხსნება და ოზურგეთში, ლანჩხუთში, ჩოხატაურში, ფოთსა და ქობულეთში არსებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოემსახურება. აღსანიშნავია, რომ ქარხანა საათში 80 ტონა ასფალტის...
ვრცლად -
ოზურგეთში სოფელ მაკვანეთში არტემ ერქომაიშვილის სახელობის სიმღერა-გალობის მუზეუმი აშენდება
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთში არტემ ერქომაიშვილის სახელობის სიმღერა-გალობის მუზეუმი აშენდება. მუზეუმში განთავსდება საგამოფენო ექსპონატები და საგალობლების ფონდ-საცავი, რომლის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვას უზრუნველყოფს ფონდი „ქართული გალობა“, პროექტი კი თემთა მუნიციპალიტეტის დაფინანსებით განხორციელდება. ამ საკითხებთან დაკავშირებით გურიის...
ვრცლად -
სოფელ სილაურში რკინა-ბეტონის გზა დაიგო
სილაურის ადმინისტრაციულ ერთეულში, მე-5 ბრიგადაში რკინა-ბეტონის 200 მეტრიანი საგზაო მონაკვეთი მოეწყო,- ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს. სამუშაოების ღირებულება 25 000 ლარს შეადგენს. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. აღნიშნული სამუშაოები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, მერაბ ჭანუყვაძემ დაათვალიერა.. "ვაგრძელებთ...
ვრცლად -
სოფელ ნიგვზიანში გზაზე შავი საფარის დაგება გრძელდება
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ შესაბამისი სამსახურების უფროსებთან ერთად დღეს სოფელ ნიგვზიანში ნინოშვილის მუზეუმთან მიმავალი გზის სარემონტო სამუშაოები მოინახულა,- ამის შესახებ ინფორმაციას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს. “გზაზე, რომლის სიგრძე სამ კილომეტრზე მეტია, იგება შავი საფარი. სამუშაოებს “ვბლადნეფტპროდუქტი”...
ვრცლად -
ZARA-ს ფაბრიკის მშენებლობით დაინტერესებული თურქი ინვესტორები გურიაში იმყოფებიან
გურიაში ZARA-ს სამკერვალო ფაბრიკის მშენებლობით დაინტერესებული ინვესტორები იმყოფებიან. თურქული კომპანია ENA Textile-ის ხელმძღვანელობას გურიის გუბერნატორი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მასპინძლობენ. როგორც გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ „ბიზნესკონტრაქტს“ განუცხადა, ამ ეტაპზე დელეგაციის წარმომადგენლები სამკერვალო ფაბრიკისთვის ტერიტორიას არჩევენ...
ვრცლად -
ოზურგეთში ჯინსის სამკერვალო ფაბრიკა აშენდება
გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე პაკისტანელ ინვესტორ შ.პ.ს “მალიკ ტექსტილის” დირექტორს ამჯად მალიკს შეხვდა. შეხვედრაზე ოზურგეთში ჯინსის სამკერვალო ფაბრიკის გახსნის თაობაზე ისაუბრეს. აღნიშნულის შსახებ ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს. “მინდა გამოვყო ის სამი პრიორიტეტი, რომელიც მე, როგორც მხარის ხელმძღვანელს გამაჩნია, ესენია – ახალი სამუშაო ადგილების...
ვრცლად -
სოფელ ჭანიეთში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა დაიწყო
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა 2018 წლის თებერვალში დასრულდება,- ამის შესახებ ინფრომაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს. გამგეობის ცნობით, სოფელში ძველი სკოლის დემონტაჟი დაწყებულია. ჭანიეთის საჯარო სკოლაში 43 მოსწავლე სწავლობს, რომლებიც სასწავლო პროცესს ჭანიეთის ადმინისტრაცულ შენობაში გადიან. სოფელში...
ვრცლად -
გურიაში თიხის გადამამუშავებელი მეორე ქარხნის მშენებლობა იგეგმება
გურიაში თიხის გადამამუშავებლი ქარხანა წლის ბოლომდე ექსპორტის დაწყებას გერმანიაში გეგმავს. ამის შესახებ „კომერსანტთან" ქარხნის დირექტორი კახა სიორიძე საუბრობს. მისი თქმით, საწარმო ოფიციალურად მიმდინარე წლის ნოემბერში გაიხსნა და ბეტონიტის (ბეტონისგან დამზადებული ხელოვნური ქვა) თიხას ექსპორტიორი ქვეყნებისთვის უკვე აწარმოებს. სიორიძის განცხადებით, გერმანიასთან...
ვრცლად