სიახლეები
-
14 დეკემბერი 2016
თქვენი რეკლამა
გურიაში თიხის გადამამუშავებელი მეორე ქარხნის მშენებლობა იგეგმება
გურიაში თიხის გადამამუშავებლი ქარხანა წლის ბოლომდე ექსპორტის დაწყებას გერმანიაში გეგმავს. ამის შესახებ „კომერსანტთან" ქარხნის დირექტორი კახა სიორიძე საუბრობს. მისი თქმით, საწარმო ოფიციალურად მიმდინარე წლის ნოემბერში გაიხსნა და ბეტონიტის (ბეტონისგან დამზადებული ხელოვნური ქვა) თიხას ექსპორტიორი ქვეყნებისთვის უკვე აწარმოებს.
სიორიძის განცხადებით, გერმანიასთან მიღწეული შეთანხმების თანახმად,ქარხანა წლის ბოლომდე გერმანიაში დაახლოებიტ 4 ტონა ბეტონიტის ექსპორტს გეგმავს. მომავალი წლიდან ქართული ბეტონიტით შესაძლოა დსთ-ს ყოფილი ქვეყნებიც მომარაგდნენ.
ქარხნის დირექტორის განცხადებით, ბეტონიტის თიხა საკმაოდ მოხმარებადი პროდუქტია, მათ შორის ის გამოიყენება ღვინის წარმოებაში, როგორც ფილტრი.
როგოც სიორიძე აცხადებს, ქარხანა ოზურგეთის რაიონის სოფელ დვაბზუში მდებარეობს. სამომავლოდ,დაგეგმილია აღნიშნულ ტერიტორიაზე თიხის გადამამუშავებელი მეორე ქარხნის მშენებლობაც, რომელშიც ასევე 10 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება.
როგორც ცნობილია, ქარხანა ნედლეულს ოზურგეთის რაიონის სოფელ ასკანიდან იღებს. პროექტის განმახორციელებელი კომპანია, „ასკანელი ძმების" დამფუძნებელი ჯიმი ჩხაიძეა.
ავტორი: სოფო ქსოვრელი