მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 17  იანვარი  2017

    სოფელ ნიგვზიანში გზაზე შავი საფარის დაგება გრძელდება

    ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ შესაბამისი სამსახურების უფროსებთან ერთად დღეს სოფელ ნიგვზიანში ნინოშვილის მუზეუმთან მიმავალი გზის სარემონტო სამუშაოები მოინახულა,- ამის შესახებ ინფორმაციას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

    “გზაზე, რომლის სიგრძე სამ კილომეტრზე მეტია, იგება შავი საფარი.
    სამუშაოებს “ვბლადნეფტპროდუქტი” ასრულებს, ღირებულაბ 704 661 ლარია.
    “მუზეუმთან მისასვლელი გზა აქამდე არავის გაუკეთებია, ასფალტი კი არა, მოხრეშვაც პრობლემა იყო, ახლა კი ასფალტი იგება.



    რა თქმა უნდა, კმაყოფილები ვართ და დიდი მადლობა ადგილობრივ ხელისუფლებას და უშუალოდ, ბატონ ზაზას, რომ ასეთ ყურადღებას გვაქცევს” – განაცხადეს სოფლის მაცხოვრებელებმა.
    ამავე გზაზე მდებარეობს ნიგვზიანის საჯარო სკოლაც.”- აღნიშნულია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფრომაციაში.


პარტნიორები