სიახლეები
-
28 თებერვალი 2017
თქვენი რეკლამა
სოფელ სილაურში რკინა-ბეტონის გზა დაიგო
სილაურის ადმინისტრაციულ ერთეულში, მე-5 ბრიგადაში რკინა-ბეტონის 200 მეტრიანი საგზაო მონაკვეთი მოეწყო,- ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.
სამუშაოების ღირებულება 25 000 ლარს შეადგენს. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
აღნიშნული სამუშაოები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, მერაბ ჭანუყვაძემ დაათვალიერა..
"ვაგრძელებთ რთული საგზაო მონაკვეთების რეაბილიტაციას იმ სოფლებში, სადაც გადაადგილების პრობლემა დგას.
ეწყობა რკინა-ბეტონის გზები. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია აწარმოებს. ანალოგიური პროექტები სხვა სოფლებშიც განხორციელდება,“ - განაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა.