სიახლეები
-
16 იანვარი 2017
თქვენი რეკლამა
ZARA-ს ფაბრიკის მშენებლობით დაინტერესებული თურქი ინვესტორები გურიაში იმყოფებიან
გურიაში ZARA-ს სამკერვალო ფაბრიკის მშენებლობით დაინტერესებული ინვესტორები იმყოფებიან. თურქული კომპანია ENA Textile-ის ხელმძღვანელობას გურიის გუბერნატორი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მასპინძლობენ.
როგორც გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ „ბიზნესკონტრაქტს“ განუცხადა, ამ ეტაპზე დელეგაციის წარმომადგენლები სამკერვალო ფაბრიკისთვის ტერიტორიას არჩევენ.
მისივე თქმით, ინვესტორებს ადგილზე მიაწოდეს ინფორმაცია სხვადასხვა იურიდიული საკითხებისა და კომუნალური ტარიფების შესახებ.
გია სალუქვაძის ინფორმაციით, ვიზიტის დასასრულს, სავარაუდოდ ცნობილი გახდება, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ENA Textile-ის წარმომადგენლები.
ინვესტორთა დელეგაცია 5-კაციანია და მასში შედიან ENA Textile-ის დირექტორის შვილი ილმაზ აჯარი, ასევე სხვა ხელმძღვანელი პირები.
ENA Textile ოზურგეთში რამდენიმე მილიონი დოლარის ღირებულების ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. საწარმო 2-3 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე განთავსდება. საწარმოში 1000-მდე ადგილობრივი დასაქმდება.