არქი ვაზისუბანი

საცხოვრებელი კომპლექსი "არქი ვაზისუბანი“ არქი ჯგუფის პროექტია, რომლის მშენებლობა კომპანიამ 2016 წლის ივნისში დაიწყო. კომპლექსი ვაზისუბნის ცენტრალურ ნაწილში, მუსხელიშვილის ქუჩაზე, შანდორ პეტეფის ქუჩის მიმდებარედ მდებარეობს და გამოირჩევა საუკეთესო ლოკაციით ვაზისუბანში.
13 სართულიანი საცხოვრებელი სახლი მომხმარებელთა ინტერესებისა და სურვილების გათვალისწინებით შექმნილი პროექტია, რომელიც მაცხოვრებლებს მყუდრო და კომფორტულ საცხოვრებელ პირობებს შესთავაზებს. პროექტი გამორჩეულია ამ უბანში არსებული ყველა საცხოვრებელი სახლებისგან როგორც არქიტექტურით, ასევე ფასთან შესაბამისობაში არსებული მშენებლობის ხარისხით, ფასადის მოპირკეთებისას გამოყენებული მაღალი ხარისხის ბელგიური აგურითა და საერთო სარგებლობის ფართების მოწყობის დონით.
კომპანიის საკუთრებაში არსებულ 6 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე განთავსდება 3 საცხოვრებელი ბლოკი, საბავშვო და სპორტული მოედნები. პროექტის მაცხოვრებლებისთვის კომპლექსში ჯამურად გათვალისიწნებულია 3 000 კვ.მ. რეკრეაციული ზონა.
"არქი ვაზისუბანი“ შენდება მაღალი ხარისხის, თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებული Ytong-ის ბლოკით. Ytong – ი გერმანული ბრენდია, რომლის სამშენებლო მასალა ევროპისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ფართოდ გამოიყენება. დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა მასალებისგან, ხოლო უმაღლესი ხარისხისა და მაღალი სპეციფიკაციებისგან გამომდიანრე 2013 წელს ის გერმანიის საუკუნის ბრენდად დაასახელეს. ბეტონის ჩვეულებრივ სამშენებლო ბლოკთან შედარებით Ytong-ის ბლოკს 6 – ჯერ ნაკლები თბოგამტარობა ახასიათებს (თბოიზოლაციის კოეფიციენტი 0,012 ვტ/მ2), რაც ნიშნავს, რომ ამ ბლოკით აშენებული კედელი უფრო დიდხანს ინარჩუნებს ოთახის ტემპერატურას. შესაბამისად, შენობის გასათბობად თუ გასაგრილებლად 40% – ით ნაკლები ენერგია იხარჯება.
- მოპირკეთებული სადარბაზო
- იატაკზე დაგებული მაღალი ხარისხის კერამოგრანიტი
- შეღებილი კედლები
- მაღალი ხარისხის ლიფტი
- ბელგიური აგურით მოპირკეთებული ფასადი
- მშენებლობაში გამოიყენება გერმანული ბრენდი Ytong-ის ენერგოეფექტური ბლოკები, რომლის თბოსაიზოლაციო თვისებები 40%-ით ამცირებს ენერგიის ხარჯვას, რაც მესაკუთრეს საშუალებას აძლევს დაზოგოს თანხა ბინის გათბობაზე ან გაგრილებაზე და გაუფრთხილდეს გარემოს.
- 2 დონიანი მიწისქვეშა ავტოსადგომი
-
შიდა განვადების პირობები:
პირველადი შენატანი 500$, 30%- ნაწილდება 18 თვეზე, დარჩენილ 70%-ზე კი კეთდება 10 წლიანი განვადება
-
ერთიანი გადახდით შეძენის პირობები:
პროექტის ავტორი:
ბინის სპეციფიკაციები
• მაღალი ხარისხის მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა • მოჭიმული იატაკი • გაჯით გალესილი კედლები • ცენტრალური დგარები მიყვანილი ბინამდე (გაზი, წყალი, კანალიზაცია) • ელექტროობის გამართული ქსელი • შესასვლელი რკინის კარი • აივანზე დაგებული კერამოგრანიტის ფილები