დიღომი პალასი
დიღომი პალასი ახალი საცხოვრებელი კომპლექსია, რომლის მშენებლობა არქი ჯგუფმა 2011 წლის ივლისში დაიწყო. პროექტი გამორჩეულია დიდ დიღომში არსებული ყველა საცხოვრებელი სახლისაგან როგორც არქიტექტურით, ისე მშენებლობის ხარისხით, ფასადის მოპირკეთებისას გამოყენებული მაღალი ხარისხის საიზოლაციო მასალითა და საერთო სარგებლობის ფართების მოწყობის დონით.
საპროექტო ტერიტორია დიდი დიღმის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. კომპანიის საკუთრებაში არსებულ 10500 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე დახურული ტიპის საცხოვრებელი კომპლექსის მოწყობა იგეგმება, სადაც 7 საცხოვრებელი ბლოკი განთავსდება. სწორედ ამ პროექტის განხორციელების პირველ ეტაპს წარმოადგენს A, B და C ბლოკი, რომელთა მშენებლობა დასრულებულია. D ბლოკის მშენებლობა 2014 წლის ოქტომბერში დაიწყო და 2016 წლის მაისში დასრულდება. სახცოვრებელი კომპლექსის მომდევნო- F ბლოკის მშენებლობა 2015 წელს დაიწყო და 2016 წლის ბოლოს დასრულდა. მშენებლობაში თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებული Ytong-ის ბლოკი გამოიყენება.
სპეციფიკაციები
C ბლოკი D ბლოკი F ბლოკი
-
შიდა განვადების პირობები:
პირველადი შენატანის გარეშე
-
ერთიანი გადახდით შეძენის პირობები:
ერთიანად გადახდის შემთხვევაში 10%-იანი ფასდაკლება

