არქი ვაზისუბანი 2

კომფორტული საცხოვრებელი სახლი ვაზისუბანში
საცხოვრებელი კომპლექსი "არქი ვაზისუბანი 2“ ჩვენი ახალი პროექტია. კომპლექსი ვაზისუბნის IV მ.რ-ში პატარიძის ქუჩის მიმდებარედ აშენდება. პროექტი გამოირჩევა საუკეთესო ლოკაციით. "არქი ვაზისუბანი 2“ შენდება მაღალი ხარისხის, თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებული, გერმანული ბრენდის, Ytong-ის ბლოკით. Ytong 2013 წელს გერმანიის საუკუნის ბრენდად დაასახელეს. ბეტონის ჩვეულებრივ სამშენებლო ბლოკთან შედარებით Ytong-ის ბლოკს 6-ჯერ ნაკლები თბოგამტარობა ახასიათებს (თბოიზოლაციის კოეფიციენტი 0,012 ვტ/მ2). ამ ბლოკით აშენებული კედელი უფრო დიდხანს ინარჩუნებს ოთახის ტემპერატურას, შესაბამისად - შენობის გასათბობად თუ გასაგრილებლად 40 პროცენტით ნაკლები ენერგია იხარჯება. აღნიშნულ ბლოკსა და მის დამახასიათებელ კოეფიციენტებზე უფრო დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-გვერდზე: www.ytong.ge www.xella.com
ინფრასტრუქტურა
18-სართულიანი საცხოვრებელი სახლი მომხმარებელთა ინტერესებისა და სურვილების გათვალისწინებით არის შექმნილი, რომელიც მაცხოვრებლებს მყუდრო და კომფორტულ საცხოვრებელ პირობებს სთავაზობს. პროექტი გამორჩეულია ამ უბანში არსებული ყველა საცხოვრებელი სახლისგან როგორც არქიტექტურით, ასევე ფასთან შესაბამისი მშენებლობის ხარისხით. პროექტს აქვს ღია და დახურული ავტოსადგომი, მაღალი ხარისხის ლიფტები და რეკრეაციული ზონა.
მდებარეობა
მდებარეობა პროექტის განხორციელებისთვის შეირჩა საუკეთესო ლოკაცია. 18 სართულიანი საცხოვრებელი სახლი ვაზისუბნის მეოთხე მ.რ.-ში პატარიძის ქუჩაზე აშენდება.
-
შიდა განვადების პირობები:
-
ერთიანი გადახდით შეძენის პირობები: