სიახლეები
-
„ჰაიდელბერგცემენტი“ კასპში დამატებით 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას ახორციელებს
„ჰაიდელბერგცემენტი“ კასპში დამატებით 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას ახორციელებს. პრემიერმინისტრის აპარატის ინფორმაციით, საინვესტიციო პროექტი, რომელიც კომპანია „ჰაიდელბერგცემენტის“ ქარხნის სრულ მოდერნიზაციას და კლინკერის წარმოების მშრალი ხაზის მშენებლობას გულისხმობს, დღეს დაიწყო. პროექტის საფუძვლის ჩაყრის ცერემონიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო...
ვრცლად -
ივლიტაში ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს
ახალციხის სოფელ ივლიტის საავტომობილო გზაზე ასფალტო-ბეტონის ორ ფენიანი საფარის დაგება მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია უტარდება სოფელში არსებულ ხიდსაც. რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხის მოწყობა კი უკვე დასრულებულია. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს “არალი“ ახორციელებს.
ვრცლად -
სასტუმრო "თორის" ნაცვლად Park In by Radisson-ის მშენებლობა ერთ თვეში დაიწყება
სასტუმრო "თორის" ნაცვლად Park In by Radisson-ის მშენებლობა უახლოეს ერთ თვეში დაიწყება. ინვესტორი კომპანიის „ბლოკ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი მამუკა ჯანაშვილი "ბიზნესკონტრაქტთან“ აცხადებს, რომ ამჟამად ბანკთან სესხის თაობაზე ხელშეკრულების გაფორმების პროცედურები მიმდინარეობს, რის შემდეგაც სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. სასტუმრო ექსპლუატაციაში მშენებლობის...
ვრცლად -
20 სარაგბო და საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა დაიწყო
თბილისში რუსთავსა და ქუთაისში 20 საფეხბურთო და სარაგბო სტადიონის მშენებლობა დაიწყო ► საერთო ღირებულება 9. 410. 000 ევროა. სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის მაისში დასრულდება ► სამი მოედნის მშენებლობის დაწყების აღსანიშნავად პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაეშვა ► მშენებლობის პროცესს სლოვაკური კომპანია ,,Autokomodex Trnava spol.sro“ გაუძღვება...
ვრცლად -
ეკონომიკის სამინისტროს ყოფილ შენობაში "ჰუალინგი" სასტუმროს მშენებლობას მომავალ წელს დაიწყებს
ეკონომიკის სამინისტროს ყოფილ შენობაში სასტუმროს მშენებლობას "ჰუალინგი" მომდევნო წლიდან დაიწყებს. როგორც "ბიზნესკოტრაქტს" შენობის მფლობელი კომპანიის ჩინური "ჰუალინგის" წარმომადგენელმა გიორგი ბოჭორიშვილმა განუცხადა, ამ ეტაპზე შენობის შესწავლა და პროექტის დამუშავება მიმდინარეობს. მისი განცადებით, ჯერ არ არის გადაწყვეტილი, დაინგრევა შენობა და შემდეგ ახლიდან...
ვრცლად -
განმუხურში ბოტანიკური ბაღი და 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება
განმუხურში ბოტანიკური ბაღი და 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება. პროექტებს ფონდი „ქართუ“ და თანაინვესტირების ფონდი განახორციელებენ. პროექტების პრეზენტაცია დღეს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა გამართა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი თანახმაა მსგავსი პროექტები გამყოფი ხაზის მეორე მხარესაც განახორციელოს. "ფონდის "ქართუ" დაფინანსებით აქ 100 ჰექტრამდე ტერიტორიაზე...
ვრცლად -
ქალაქ კასპში #1 საჯარო სკოლის დემონტაჟი დაიწყო.
ქალაქ კასპში #1 საჯარო სკოლის დემონტაჟის სამუშაოები მიმდინარეობს. ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "თბილი სახლი" სადემონტაჟო სამუშაოებს (87 277 ლარი) 6 თვეში დაასრულებს, შემდეგ კი სკოლის მშენებლობას დაიწყებს. მშენებლობა 18 თვეში უნდა დასრულდეს, მასზე 6 006 910 ლარი დაიხარჯება.
ვრცლად -
მესტია-აეროპორტი-წრნიაშის გზის რეაბილიტაცია დაიწყო
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" ადგილობრივი მნიშვნელობის მესტიის ცენტრი-აეროპორტი-წრნიაშის საავტომობილო გზის კმ1+000-კმ4+000 მონაკვეთის რეაბილიტაციას ახორციელებს. მესტიაში ინტენსიურად მიმდინარეობს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, გზების...
ვრცლად -
ავტობუსებისთვის და მიკროავტობუსებისთვის სპეციალური საგზაო ზოლი დღეს ღამით დაიხაზება
ავტობუსებისთვის და მიკროავტობუსებისთვის სპეციალური საგზაო ზოლი დღეს ღამით დაიხაზება. ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, საგზაო ზოლი კუს ტბის ასახვევიდან ვაკის პარკამდე გაკეთდება. იგი ყვითელი ფერის იქნება და მასზე წარწერა Bus Lane განთავსდება. საგზაო ზოლში მოძრაობის უფლება მხოლოდ ყვითელ ავტობუსებსა და მიკროავტობუსებს ექნებათ. ზოლის დატოვების შემთხვევაში...
ვრცლად -
ხაშურში აღმაშენებლის ქუჩაზე სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაფინანსებით, ქალაქ ხაშურში, აღმაშენებლის ქუჩაზე სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია, დაზიანებული კედლების დემონტაჟი და მის ადგილზე ახალი კედლების მოწყობა, ასევე მოეწყობა ახალი ბორდიურები, დაიგება ფილაქანი. სკვერში დამონტაჟდება სკამები, ურნები, განათების ლამპიონები. აღნიშნული სამუშაოებისთვის...
ვრცლად



