მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 26  სექტემბერი  2016

    განმუხურში ბოტანიკური ბაღი და 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება

    განმუხურში ბოტანიკური ბაღი და 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება. პროექტებს ფონდი „ქართუ“ და თანაინვესტირების ფონდი განახორციელებენ. პროექტების პრეზენტაცია დღეს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა გამართა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი თანახმაა მსგავსი პროექტები გამყოფი ხაზის მეორე მხარესაც განახორციელოს.

    "ფონდის "ქართუ" დაფინანსებით აქ 100 ჰექტრამდე ტერიტორიაზე გაშენდება ბოტანიკური ბაღი, რომლის ფარგლებში განხორციელდება 20 მილიონი დოლარის ინვესტიცია. ეს არის საქველმოქმედო პროექტი, რომელიც ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას შეუწყობს ხელს. თანაინვესტირების ფონდი ააშენებს უმაღლესი დონის, 60 მილიონი დოლარის ღირებულების 5-ვარსკვლავიან სასტუმროს. აღსანიშნავია, რომ განმუხურის ბოტანიკური ბაღი არ იქნება მხოლოდ რეკრეაციული ზონა, მისი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია იქნება უნიკალური კოლხური ჯიშებისა და სახეობების გადარჩენა.

    დარწმუნებული ვარ, მსგავსი პროექტები ანაკლია-განმუხურის ტურისტულ ზონაში მიზიდულობის ახალ ცენტრს გააჩენს და დამატებით სტიმულს მისცემს პოტენციურ ინვესტორებს მეტი ინვესტიციის განსახორციელებლად. ეს ორივე პროექტი მნიშვნელოვნად გაზრდილ ტურისტულ ნაკადს და მეტ შემოსავალს გაუჩენს ადგილობრივ მოსახლეობას.

    მხოლოდ სასტუმროს მშენებლობაზე დასაქმებულთა რიცხვი ჯამურად 2 წელიწადში გადააჭარბებს 2000 ადამიანს, ხოლო სასტუმროს ოპერირების დროს 350 ადამიანი პირდაპირ დასაქმდება“, - განაცხადა პრემიერმა.


პარტნიორები