სიახლეები
-
სასტუმრო "თორის" ნაცვლად Park In by Radisson-ის მშენებლობა ერთ თვეში დაიწყება
სასტუმრო "თორის" ნაცვლად Park In by Radisson-ის მშენებლობა უახლოეს ერთ თვეში დაიწყება. ინვესტორი კომპანიის „ბლოკ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი მამუკა ჯანაშვილი "ბიზნესკონტრაქტთან“ აცხადებს, რომ ამჟამად ბანკთან სესხის თაობაზე ხელშეკრულების გაფორმების პროცედურები მიმდინარეობს, რის შემდეგაც სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. სასტუმრო ექსპლუატაციაში მშენებლობის დაწყებიდან წელიწად-ნახევარში შევა.
ასევე, უახლოეს პერიოდში გადაწყდება, შევა თუ არა პროექტის დაფინანსებაში საპარტნიორო ფონდი.
მიუხედავად იმისა, რომ პროექტი 2015 წლის გაზაფხულზე დაანონსდა, ამ დრომდე მშენებლობა არ დაწყებულა. როგორც მამუკა ჯანაშვილი განმარტავს, მიზეზი ისაა, რომ ტერიტორია ისტორიულ ზონაში მდებარეობს და სამშენებლო ნებართვების გაცემა დაგვიანდა.
Park In by Radisson 200-ნომრიანი იქნება და ინვესტიციის სახით 25 მილიონი დოლარი ჩაიდება.




