სიახლეები
-
26 სექტემბერი 2016
თქვენი რეკლამა
ეკონომიკის სამინისტროს ყოფილ შენობაში "ჰუალინგი" სასტუმროს მშენებლობას მომავალ წელს დაიწყებს
ეკონომიკის სამინისტროს ყოფილ შენობაში სასტუმროს მშენებლობას "ჰუალინგი" მომდევნო წლიდან დაიწყებს. როგორც "ბიზნესკოტრაქტს" შენობის მფლობელი კომპანიის ჩინური "ჰუალინგის" წარმომადგენელმა გიორგი ბოჭორიშვილმა განუცხადა, ამ ეტაპზე შენობის შესწავლა და პროექტის დამუშავება მიმდინარეობს. მისი განცადებით, ჯერ არ არის გადაწყვეტილი, დაინგრევა შენობა და შემდეგ ახლიდან აშენდება, თუ რესკონტრუქცია ჩაუტარდება.
"ჰუალინგის" წარმომადგენელი ამბობს, რომ სასტუმროში სავარაუდოდ საერთაშორისო ბრენდი შევა მართვაში, თუმცა, კონკრეტულად რომელი ბრენდი იქნება, გიორგი ბოჭორიშვილი არ ასახელებს. მისი თქმით, ჯერ უნდა დასრულდეს საპროექტო სამუშაოები და მას შემდეგ, რაც სასტუმროს დიზაინი გადაწყდება, დაიწყება შეთავაზებები საერთაშორისო სასტუმრო ბრენდებთან.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შენობა რამდენიმე თვის წინ 9 მილიონ 450 ათას დოლარად გაიყიდა. მყიდველის ვალდებულებაა 2016 წლის პირველი იანვრიდან არაუმეტეს 36 თვის ვადაში არანაკლებ 100-ნომრიანი სასტუმროს შექმნა და ექსპლუატაციაში გაშვებაა.