სიახლეები
-
ხაშურში აღმაშენებლის ქუჩაზე სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაფინანსებით, ქალაქ ხაშურში, აღმაშენებლის ქუჩაზე სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია, დაზიანებული კედლების დემონტაჟი და მის ადგილზე ახალი კედლების მოწყობა, ასევე მოეწყობა ახალი ბორდიურები, დაიგება ფილაქანი. სკვერში დამონტაჟდება სკამები, ურნები, განათების ლამპიონები.
აღნიშნული სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 26 634 ლარი გამოიყო. სამუშაოები დეკემბრის ბოლომდე დასრულდება.




