სიახლეები
-
მენაშენეთა ასოციაციაში“ დედაქალაქის უბნების „სპორტისსასახლიზაცია“ დაუშვებლად მიაჩნიათ
„მენაშენეთა ასოციაციაში“ დაუშვებლად მიიჩნევენ დედაქალაქის სხვადასხვა ტერიტორიების „სპორტისსასახლიზაციას“. ორგანიზაციის თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილი მიიჩნევს, რომ „არ უნდა ხდებოდეს თბილისის ქაოტური განაშენიანება და კონკრეტულ უბნებთან მიმართებაში კონკრეტული ხედვა უნდა არსებობდეს“. აღნიშნული განცხადება ირაკლი როსტომაშვილმა თბილისის მერის კახა...
ვრცლად -
სპორტულ, გამაჯანსაღებელ და სარეკრეაციო ტერიტორიებზე მშენებლობა შეიზღუდება
პორტულ, გამაჯანსაღებელ და სარეკრეაციო ტერიტორიებზე მშენებლობა შეიზღუდება. მმართველი პარტიის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილება უკვე პარლამენტშია. ცვლილების ავტორები ფიქრობენ, რომ ამ გზით, ამგვარი სივრცეების განვითარება მოხდება. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ კანონში“ ცვლილებით, ამ არეალში შესაძლებელი იქნება მხოლოდ ამავე ტერიტორიების...
ვრცლად -
ჯარიმები: შენობა-ნაგებობის, ეზოების, სკვერების, ქუჩებისა და მოედნების დაზიანებაზე
თბილისის იერსახის თვითნებური შეცვლა, მათ შორის, შენობა-ნაგებობის ფერის შეცვლა - გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. დედაქალაქთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სანქციები უშუალოდ იერსახის თვითნებურ შეცვლაზეც მკაცრდება. მოქმედი კოდექსით, ქალაქის იერსახის თვითნებული შეცვლა 200-ლარიან ჯარიმას იწვევს და ეს სანქცია ყველა მუნიციპალიტეტზე ვრცელდება. გარდა...
ვრცლად -
სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების უგულვებელყოფაზე ჯარიმები 30 000 ლარამდე გაიზარდა
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით დღეიდან შედის ძალაში საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის თანახმადაც, სამშენებლო უსაფრთხოების წესების დარღვევაზე, ისევე, როგორც უნებართვო მშენებლობასა და პროექტის დარღვევით სამშენებლო სამუშაოების წარმოებაზე, საჯარიმო სანქციები მნიშვნელოვნად გაიზარდა. თბილისის მერმა, დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე, საკანონმდებლო...
ვრცლად -
მთავრობა სამშენებლო სექტორს ახალ რეგულაციას უმზადებს
ეკონომიკის სამინისტრო კანონპროექტზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც, სამშენებლო კომპანიებს დასრულებული შენობების ფარული დეფექტების დაზღვევის ვალდებულება ექნებათ. იმ შემთხვევაში, თუ შენობაში რაიმე კონსტრუქციული ხარვეზი, ან უფრო დიდი პრობლემა აღმოჩნდა, რამაც შენობა ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ საცხოვრებლად უვარგისი გახადა, აღნიშნული დაზღვევის შემდეგ ნაკლის...
ვრცლად -
46 კომპანიის სრული სია, რომელსაც მშენებლობის ნებართვა შეუჩერდათ
„კომერსანტმა“ თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურიდან გამოითხოვა ინფორმაცია სხვადასხვა დარღვევის გამო 46 შეჩერებული მშენებარე ობიექტის შესახებ. გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, სამშენებლო კომპანიების დარღვევები ეხებოდა კონკრეტულ მიზეზებს. სიის მიხედვით რაოდენობრივად ყველაზე მეტი დარღვევა შეეხება უსაფრთხოების ნორმებსა და სანებართვო დოკუმენტაციას...
ვრცლად -
დარღვევების გამო 120 მშენებლობაა შეჩერებული
მშენებლობებზე არსებული დარღვევების გამო, 120 ობიექტის მშენებლობაა შეჩერებული. ამის შესახებ დედაქალაქის მერიის სხდომაზე კახა კალაძემ განახცადა. მისი ინფორმაციით, სამშენებლო უსაფრთხოების იგნორირების გამო დარღვევით მიმდინარე პროექტებზე გაფრთხილება მიცემული აქვს 500 ობიექტს, მათგან დაჯარიმებულია 272 სამშენებლო ობიექტი. "ჩვენ დავიწყეთ და მომავალში კიდევ უფრო მეტი...
ვრცლად -
ბოლო ორ თვეში თბილისის მერიამ 46 მშენებარე ობიექტი შეაჩერა
მხოლოდ ბოლო ორ თვეში თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა სხვადასხვა დარღვევის გამო 46 მშენებარე ობიექტი შეაჩერა. ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული შემთხვევა ეხება სამშენებლო კომპანია "სვეტს", რომელიც მშენებლობის ნებართვის უქონლობის გამო ერთ-ერთ ობიექტზე საცხოვრებელი კორპუსების დასრულებას ვერ ახერხებს, არადა, ბინები ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში უნდა...
ვრცლად -
ბათუმში სამშენებლო მასალის ჩამოვარდნის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
ბათუმში მშენებარე ობიექტიდან ჩამოვარდნილმა მასალებმა მოქალაქეები დააზიანა, მათ შორის მოზარდი. ასევე დაზიანდა საცხოვრებელი სახლებიც. როგორც ცნობილია შენობებს დამცავი ბადე არ ჰქონდა. იყო თუ არა დაცული უსაფრთხოების ნორმები და მიეცათ თუ არა სამშენებლო კომპანიებს გაფრთხილება და როგორია დაშავებულების მდგომარეობა.
ვრცლად -
ქუთაისის მერია უკანონო მშენებლობაზე სანქციების გამკაცრების მოთხოვნას შეუერთდება
ქუთაისის მერიის მიმართვის შემთხვევაში, შესაძლოა, "შრომის უსაფრთხოების შესახებ" კანონში ცვლილებები შევიდეს. მსგავსი მიმართვა უკვე განახორციელა თბილისის მერიამ და ჯარიმების გამკაცრება მოითხოვა. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებით, "შრომის უსაფრთხოების შესახებ" კანონით სანქციები გათვალისწინებულია ყველგან ერთი ოდენობით...
ვრცლად