მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 22  მარტი  2018

    სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების უგულვებელყოფაზე ჯარიმები 30 000 ლარამდე გაიზარდა

    თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით დღეიდან შედის ძალაში საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის თანახმადაც, სამშენებლო უსაფრთხოების წესების დარღვევაზე, ისევე, როგორც უნებართვო მშენებლობასა და პროექტის დარღვევით სამშენებლო სამუშაოების წარმოებაზე, საჯარიმო სანქციები მნიშვნელოვნად გაიზარდა.
    თბილისის მერმა, დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე, საკანონმდებლო ორგანოს პროდუქტიული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ამ ცვლილებების წყალობით მიიღწევა ის, რომ მშენებლობებზე დასაქმებული მოქალაქეების უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული.
    როგორც კახა კალაძე აცხადებს, ჯარიმები თითქმის გაათმაგდა და 3 000-დან 30 000 ლარამდე გაიზარდა.


    “დარღვევები 3000 ლარიდან 30 000 ლარით დაჯარიმდება, ხოლო მეორე შემთხვევაში, უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია. ეს ყველაფერი გაკეთდა არა იმიტომ, რომ რაც შეიძლება მეტი კომპანია დავაჯარიმოთ, არამედ იმისთვის, რომ იქ მომუშავე ადამიანების უსაფრთხოება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
    მისივე თქმით, ბოლო ხანებში სტატისტიკის მიხედვით, სამშენებლო ობიექტებზე გარდაცვლილი ადამიანების რიცხვმა იმატა, რაც დედაქალაქის მთავრობისთვის კატეგორიულად მიუღებელია.


    “ამ სფეროში მომდევნო თვეების განმავლობაში, ძალიან ბევრ საინტერესო ცვლილებას ვგეგმავთ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მენაშენეთა ასოციაციასთან იქნება გავლილი, ვინაიდან სამშენებლო სექტორი ქალაქის ეკონომიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

     

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები