მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 21  მარტი  2018

    46 კომპანიის სრული სია, რომელსაც მშენებლობის ნებართვა შეუჩერდათ

    „კომერსანტმა“ თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურიდან გამოითხოვა ინფორმაცია სხვადასხვა დარღვევის გამო 46 შეჩერებული მშენებარე ობიექტის შესახებ. გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, სამშენებლო კომპანიების დარღვევები ეხებოდა კონკრეტულ მიზეზებს. სიის მიხედვით რაოდენობრივად ყველაზე მეტი დარღვევა შეეხება უსაფრთხოების ნორმებსა და სანებართვო დოკუმენტაციას. რაოდენობრივად ყველაზე მეტი ობიექტი კი შეუჩერდათ შპს „ნიუ ჰაუსს“ (3 ობიექტი), შპს „მშენალიანსი“ (3 ობიექტი) შპს RAMSIS -ს (3 ობიექტი) და ა.შ.


    იხილეთ სრული სია:


    შ.პ.ს. ჰაუსარტ ლუქსი (2 ობიექტი) - მშენებლობა უსაფრთხოების წესების დარღვევით შეჩერდა (2 ობიექტიდან ერთ-ერთის შესახებ მერიის დადგენილება ძალადაკარგულად გამოცხადდა);



    ე.ს.ა მეგობრობა ( 1 ობიექტი) - მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო შეჩერდა;



    შპს იმფაირ ბილდინგ (3 ობიექტი) - მრავალფუნქციური შენობის მშენებლობა პროექტის დარღვევით მიმდინარეობდა, გამოიკვეთა უსაფრთხოების ნორმების დარღვევაც (მერიის დადგენილება ძალადაკარგულად გამოცხადდა);



    შპს „ნიუ ჰაუსი“ ( 1 ობიექტი) - მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო შეჩერდა (მერიის დადგენილება ძალადაკარგულად გამოცხადდა);



    შპს RAMSIS (3 ობიექტი) – სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობდა უსაფრთხოების ნორმების დარღვევით, ასევე შენდებოდა ინდ. სახლი პროექტის დარღვევით და სახელმწიფო ტერიტორიაზე უნებართვოდ მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები (3 ობიექტიდან მხოლოდ ერთი ობიექტის შესახებ გამოცცხადდა მერიის დადგენილება ძალადაკარგულად);



    შპს სამშენებლო კომპანია საბე ჯგუფი ( 1 ობიექტი) - მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა;

    შ.პ.ს. Appolo ( 1 ობიექტი) - მრავალფუნქციური შენობის მშენებლობას მშენებლობის ვადა გაუვიდა;



    შ.პ.ს. ბალტიკ ინვესტმენტ გრუპ ( 1 ობიექტი) - ბრძანება შეჩერებულია მერის ბრძანებით (მერიის დადგენილება ძალადაკარგულად გამოცხადდა);



    შ.პ.ს. კავკასიის პოინტ ჯგუფი ( 1 ობიექტი) - მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა მშენებლობის ნებართვის ვადის გასვლის შემდგომ;



    ამხანაგობა მზინაეთი ( 1 ობიექტი) - მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე მიმდინარეობდა;


    შ.პ.ს. კლიმატ-სერვის + ( 1 ობიექტი) - მშენებლობა მიმდინარეობდა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე;


    შ.პ.ს. კანალესა ( 1 ობიექტი) - მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა - მერის ბრძანებით შეჩერებულ იქნა (მერიის დადგენილება ძალადაკარგულად გამოცხადდა);

    შ.პ.ს. ოპელ სერვისი ( 1 ობიექტი) - კაპილტაური შენობა-ნაგებობის მშენებლობა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე მიმდინარეობდა;


    შ.პ.ს. ინ-სი თაუერი (3 ობიექტი) - მშენებლობის ნებართვას გასული ჰქონდა ვადა, სამუშაოები მიმდინარეობდა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე;


    შ.პ.ს. ვესადენი VESADENI ( 1 ობიექტი) - მშენებლობა უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო შეჩერდა (მერიის დადგენილება ძალადაკარგულად გამოცხადდა);


    შ.პ.ს. შირაქი ( 1 ობიექტი) - სამუშაოები შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე მიმდინარეობდა;


    შ.პ.ს. ჯიემთი ჯგუფი (შ.პ.ს. თიბითი) (1 ობიექტი) - შერეული ფუნქციის მშენებლობა მერის ბრძანებით შეჩერდა;

    შ.პ.ს. მოზაიკა (1 ობიექტი) - მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა უსაფრთხოების წესების დარღვევით მიმდინარეობდა (მერიის დადგენილება ძალადაკარგულად გამოცხადდა);


    შ.პ.ს. ირს თაუერი (1 ობიექტი) - მრავალფუნქციური შენობის მშენებლობა უსაფრთხოების წესების დარღვევით მიმდინარეობდა;


    შ.პ.ს. სითი რეალ ისთეით (1 ობიექტი) - მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა უსაფრთხოების წესების დარღვევით მიმდინარეობდა (მერიის დადგენილება ძალადაკარგულად გამოცხადდა);


    შ.პ.ს. კმგ დეველოპმენტი (1 ობიექტი) - მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა უსაფრთხოების წესების დარღვევით მიმდინარეობდა (მერიის დადგენილება ძალადაკარგულად გამოცხადდა);


    შ.პ.ს. მწვანე კუბი (1 ობიექტი) - მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა უსაფრთხოების წესების დარღვევით მიმდინარეობდა (მერიის დადგენილება ძალადაკარგულად გამოცხადდა);


    ამხ. ვაჟა-ფშაველა 2007 (1 ობიექტი) - მრავალფუნქციური შენობის მშენებლობა უსაფრთხოების წესების დარღვევით მიმდინარეობდა;


    შ.პ.ს. ჩემი სახლი (1 ობიექტი) - მრავალფუნქციური, საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა უსაფრთხოების წესების დარღვევით მიმდინარეობდა;


    ი.მ.ა ანაგა 2007 (2 ობიექტი) - მრავალფუნქციური შენობის მშენებლობა უსაფრთხოების ნორმების დარღვევით მიმდინარეობდა, რეკონსტრუქციას არ ჰქონდა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაცია (მერიის დადგენილება ძალადაკარგულად გამოცხადდა ორიდან მხოლოდ ერთ ობიექტზე);


    შ.პ.ს. თეთრი სამყარო (2 ობიექტი) - მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა შეთანხმებული პროექტის დარღვევით მიმდინარეობდა (მერიის დადგენილება ძალადაკარგულად გამოცხადდა ორიდან მხოლოდ ერთ ობიექტზე);


    შ.პ.ს. მს დეველოპერი (1 ობიექტი) - მიმდებარედ ჩამოშლილი იყო ქვაბული ფერდი;

    შ.პ.ს. ზ და დ გლობალ ბილდინგ კომპანი' (1 ობიექტი) - მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა უსაფრთხოების წესების დარღვევით მიმდინარეობდა (მერიის დადგენილება ძალადაკარგულად გამოცხადდა);


    შ.პ.ს. მალტი ფლეგს (3 ობიექტი) - მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა შეთანხმებული პროექტის დარღვევით მიმდინარეობდა, ასევე მშენებლობა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე მიმდინარეობდა.


    შ.პ.ს. კანალესა (1 ობიექტი) - მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა - შეჩერებულია მერის ბრძანებით;


    ამხანაგობა შარტავას ქუჩა 75-2007 (1 ობიექტი) - მშენებლობის ნებართვას გასული აქვს ვადა;


    შ.პ.ს. გიოკაპიტალი (1 ობიექტი) - ქვაბულის მოწყობა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე მიმდინარეობდა;


    შ.პ.ს. აა1 (1 ობიექტი) - ქვაბულის მოწყობის დროს დაზიანდა მომიჯნავე საცხოვრებელი სახლი;


    შ.პ.ს. მშენალიანსი (3 ობიექტი) - საცხოვრებელი სახლის მშენებლობა შეჩერდა სააპელაციო სასამართლოს განჩინებით, სამშენებლო სამუშაოები შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე მიმდინარეობდა.




    46 შეჩერებული მშენებარე ობიექტებიდან რამდენიმემ არსებული ხარვეზი აღმოფხრქვა, რის შედეგადაც მერიის დადგენილება ძალდაკარგულად გამოცხადდა. არის ისეთი კომპანიებიც, რომლებსაც რამდენიმე შეჩერებული მშენებარე ობიექტიდან მხოლოდ ერთ შემთხვევაში აღუდგათ ნებართვა.

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები