მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 28  მარტი  2018

    სპორტულ, გამაჯანსაღებელ და სარეკრეაციო ტერიტორიებზე მშენებლობა შეიზღუდება

    პორტულ, გამაჯანსაღებელ და სარეკრეაციო ტერიტორიებზე მშენებლობა შეიზღუდება.

    მმართველი პარტიის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილება უკვე პარლამენტშია.

    ცვლილების ავტორები ფიქრობენ, რომ ამ გზით, ამგვარი სივრცეების განვითარება მოხდება.

    „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ კანონში“ ცვლილებით, ამ არეალში შესაძლებელი იქნება მხოლოდ ამავე ტერიტორიების მიზნებიდან გამომდინარე მშენებლობა, მაგალითად როგორიცაა სპორტული მოედნების და თანმდევი მცირე ინფრასტრუქტურის, ან სხვა გამაჯანსაღებელი ობიექტების მოწყობა.

    საკანონმდებლო პაკეტით მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციებს დაევალებათ მათ არეალში მოქცეული სპორტულ, გამაჯანსაღებელ და სარეკრეაციო ტერიტორიების აღრიცხვა და ამ ქონებების რეალური კონტროლი სამშენებლო ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით.

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები