სიახლეები
-
ენერგოეფექტური ნორმების დაცვის შემთხვევაში უძრავი ქონების ღირებულება სავარაუდოდ, 8-12%-ის ფარგლებში გაიზრდება
ენერგოეფექტური ნორმების დაცვის შემთხვევაში უძრავი ქონების ღირებულება სავარაუდოდ, 8-12%-ის ფარგლებში გაიზრდება. ამის შესახებ "საქმის კურსს" ენერგეტიკის სამინისტროს ენერგოეფექტურობისა და ალტერნატიული ენერგიების სამმართველოს უფროსმა მარიტა არაბიძემ ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ საუბრისას განუცხადა. მისი...
ვრცლად -
სამშენებლო სექტორს, შესაძლოა სერტიფიცირებული მასალების შეძენის ვალდებულება დაეკისროს
ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმის მიხედვით, სამშენებლო სექტორს სერტიფიცირებული მასალების შეძენის ვალდებულება ექნება. ამის შესახებ „საქმის კურსს“ ენერგეტიკის სამინისტროს ენერგოეფექტურობისა და ალტერნატიული ენერგიების სამმართველოს უფროსმა მარიტა არაბიძემ განუცხადა. "როდესაც სერტიფიცირების სისტემა დაინერგება, აუცილებელი იქნება, რომ სერტიფიცირებული მასალა...
ვრცლად -
ქუთაისის შემოვლითი ავტომაგიტრალის გზის მშენებლობა ერთ თვეში უნდა დასრულდეს
17 მილიონიანი პროექტი, რომლითაც ქუთაისთან მთავარი დამაკავშირებელი გზა ეწყობა, მიმდინარე წლის ივნისში დასრულდება. სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ნიკეას ქუჩა, ქუთაისის შემოვლითი ავტომაგისტრალს გეგუთის გზასთან შეერთდება. გზის ეს 4 კმ-იანი მონაკვეთი, რომელიც, როგორც რეგიონალური განვითარების სამინისტროში აცხადებენ, ევროსტანდარტებით მოწყობილი, უსაფრთხო...
ვრცლად -
მწვანე კონცხზე საერთაშორისო სტანდარტების სასტუმრო შენდება
მწვანე კონცხზე თანამედროვე სტანდარტების 15 სართულიანი სასტუმრო შენდება. პროექტს „საქართველოს ახალი სამშენებლო კომპანია" ახორციელებს. მისი ხელმძღვანელი როინ ბერიძე რადიო „კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, რომ მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს, სასტუმრო უმაღლესი სტანდარტის იქნება და გარდა სასტუმროსი, აქ განთავსდება რესტორანი, სპა, აუზი, ფიტნეს ცენტრი. ბერიძის...
ვრცლად -
"სამშენებლო სექტორისთვის სახელმწიფო შესყიდვებში ძირითად პრობლემას ფასწარმოქმნა წარმოადგენს"
კერძო სექტორის ნაწილი ღიად აცხადებს, რომ ადგილი აქვს ტენდერში მონაწილე კომპანიების მხრიდან არაადეკვატური ფასის შეთავაზებას, რაც შემდგომ საბაბი ხდება შეუსრულებელი ვალდებულებების. კომპანიები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მხირიდან დამატებითი კრიტერიმუების შემოღებას ითხოვენ. "საქმის კურსთან" საუბარში "საქ ენერგო რემონტის" კორპორატიული დირექტორი, ლევან დვალი...
ვრცლად -
თელავში სასტუმრო Holiday Inn გაიხსნება
თელავში სასტუმრო Holiday Inn-ის ასაშენებლად, 15 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება. სასტუმროს გახსნა 2018 წლის ზაფხულში იგეგმება. პროექტის ფარგლებში 90%-ით ადგილობრივი მუშახელი დასაქმდება, სასტუმროს გახსნამდე კი მათი გადამზადება იგეგმება. სასტუმრო 85 ნომრიანი იქნება და მასში განთავსდება როგორც ღია ასევე დახურული საცურაო აუზი, საკონფერენციო დარბაზი, პროექტს შპს თელავი...
ვრცლად -
თიანეთის მუნიციპალიტეტში ახალი გზები გაიხსნა
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა თიანეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჟებოტას ამაღლების კომპლექსთან და არჩილის მონასტერთან მისასვლელი გზების რეაბილიტაცია განახორციელა. ახალი გზები ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ, ჯუანშერ ბურჭულაძემ და თიანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა მოინახულეს. რეაბილიტაციამდე, სოფელ ჟებოტაში და...
ვრცლად -
უბისას მონასტერთან კულტურული მემკვიდრეობის ზონების კეთილმოწყობა სრულდება
ივნისის ბოლოს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, უბისას მონასტერთან კულტურული მემკვიდრეობის ზონების კეთილმოწყობა სრულდება. ინფრატსრუქტურულ სამუშაოებს მსოფლიო ბანკი 2 მილიონი ლარით აფინანსებს. პროექტის ფარგლებში აშენდა საინფორმაციო შენობა-ნაგებობა, კაფე, სამზარეულო და სველი წერტილი. შესრულებულ სამუშაოების ხარისხს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის მინისტრი...
ვრცლად -
ქუთაისის მერია ქალაქის ცენტრში კორპუსებზე დაშენებულ მანსარდებს ყიდის
ქუთაისის მერია ქალაქის ცენტრში შენობებზე დაშენებულ მანსარდებს ყიდის. ადგილობრივმა თვითმმართველობამ აუქციონზე 4 არასაცხოვრებელი ფართი გამოიტანა. თამარ მეფის N 4, N 5, N7 და აღმაშენებლის N2, თამარ მეფის N2, წერეთლის N1-ში მდებარე მანსარდების ჯამური ფართი 1543 კვ.მ –ია, ხოლო ჯამური ღირებულება 1 018 000 ლარი. ქუთაისის ცენტრში, რამდენიმე საცხოვრებელ სახლზე მანსარდები 2012 წელს, რეაბილიტაციის...
ვრცლად -
ბაიკალის ტბის ნაპირზე მამონტის ძვლის ფორმის სასტუმრო აშენდება
ბურიატიის რესპუბლიკის მმართველობის განცხადებით, ბაიკალის ტბასთან მამონტის ძვლის ფორმის სასტუმრო უნდა აშენდეს. ბურიატიის რესპუბლიკა რუსეთის ფედერაციის სუბიექტია. „ტურისტებს ჩვეულებრივი სასტუმროები არ აინტერესებთ, მათთვის ადგილობრივი ისტორია და ეთნიკური ნიშან-თვისებებია საინტერესო. მამონტის თავის ქალის ფორმის სასტუმრო რესპუბლიკის ბრენდად და სავიზიტო ბარათად...
ვრცლად



