მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 01  ივნისი  2017

    "სამშენებლო სექტორისთვის სახელმწიფო შესყიდვებში ძირითად პრობლემას ფასწარმოქმნა წარმოადგენს"

    კერძო სექტორის ნაწილი ღიად აცხადებს, რომ ადგილი აქვს ტენდერში მონაწილე კომპანიების მხრიდან არაადეკვატური ფასის შეთავაზებას, რაც შემდგომ საბაბი ხდება შეუსრულებელი ვალდებულებების. კომპანიები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მხირიდან დამატებითი კრიტერიმუების შემოღებას ითხოვენ. "საქმის კურსთან" საუბარში "საქ ენერგო რემონტის" კორპორატიული დირექტორი, ლევან დვალი აცხადებს, რომ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე სამშენებლო ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის მთავარ პრობლემას დღეს ფასთწარმოქმნა წარმოადგენს, ამიტომ საჭიროა დამატებით გაჩნდეს კრიტრიუმები, რათა შესყიდვების პროცესში ფასი აღარ იყოს გამსაზღვრელი.

    "ხდება ხშირად, რომ უმცირესი ფასით გამარჯვებული კომპანია ვეღარ ახორციელებს თავის ვალდებულებებს. შედეგად უკმაყოფილოა დამკვეთიც, კომპანია კოტრდება და განვითარების საშუალება აღარ ეძლევათ კეთილსინდსიერად მომუშავე კომპანიებს. დამატებითი კრიტერიუმი უნდა გაჩნდეს რომ ფასი აღარ იყოს გადამწყვეტი", - აცხადებს ლევან დვალი.

    აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კერძო სექტორის ნაწილის გამოთქმულ შენიშვნებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელმა უპასუხა.

    "აღნიშნულის თაობაზე უკვე გადადგმულია ნაბიჯები. ეს ეხება "ნატ ტენდერებს". ეს მონაწილეებმა არ იციან ვინ არის ტენდერში მონაწილე და არ ჩანს მონაცემები. აქედან გამომდინარე ზუსტად რეალურ ფასებს დებენ. მალე გავასაჯაროვებთ იმ შედეგებს, რაც "ნატ ტენდერებიდან" მივიღეთ. ამან აღმოფხვრა ის პრობლემები, რაც დასახელდა", - განმარტავს ლევან რაზმაძე.

     

     

     


პარტნიორები