სიახლეები
-
პეკინის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე ტრანსპორტის მოძრაობის სქემა იცვლება
პეკინის ქუჩაზე მიმდინარე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, 5 სექტემბრის 08:00 საათიდან 23:00 საათამდე ანა კალანდაძის (ყოფილი ბულაჩაურის) ქუჩიდან ცინცაძის (ყოფილი საბურთალოს) ქუჩის კვეთამდე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. შესაბამისად, როგორც კერძო, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტი შემდეგი სქემით...
ვრცლად -
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ მუზეუმს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება
თბილისის ჩუღურეთის რაიონში, ჯავახიშვილის ქუჩის N7 – ში მდებარე ილია ჭავჭავაძის თბილისის ლიტერატურულ მუზეუმს სრული რეაბილიტაცია უტარდება. სამუშაოებს თბილისის განვითარების ფონდი, პროექტ „ახალი ტფილისის“ მუზეუმების განვითარების ქვეპროგრამით ახორციელებს და 2018 წელს დაასრულებს. პროექტის ფარგლებში რესტავრაცია ჩაუტარდება შენობის ფასადის დეკორატიულ დეტალებს და შიდა...
ვრცლად -
"ქუთაისის აეროპორტთან უმსხვილესი ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება"
“ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს ვგეგმავთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გასაფართოებლად”, - განაცხადა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა იმერეთში მერობის კანდიდატების წარდგენისას. მისი თქმით, შენდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზი და სადგური; უახლოეს მომავალში დაიწყება ერთ-ერთი უმსხვილესი ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობა...
ვრცლად -
ოზურგეთში სიმღერა-გალობის მუზეუმის მშენებლობა დაიწყო
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთში არტემ ერქომაიშვილის სახელობის სიმღერა-გალობის მუზეუმის მშენებლობა დაიწყო. მუზეუმში განთავსდება საგამოფენო ექსპონატები და საგალობლების ფონდ-საცავი, რომლის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვას უზრუნველყოფს ფონდი „ქართული გალობა“. პროექტი, რომლის ჯამური ღირებულება 450 000 ლარია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით...
ვრცლად -
ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა იწყება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ბათუმის შემოვლითი გზის 13 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობას იწყებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და მშენებლობის ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას შორის ხელშეკრულება გაფორმდა, ხელშეკრულებას საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ...
ვრცლად -
თბილისში, ქავთარაძეზე მდებარე სავაჭრო ცენტრი ფართოვდება – როდის გაიხსნება განახლებული „სითი მოლი“?
სავაჭრო ცენტრი „სითი მოლი – საბურთალო“ ფართოვდება. კომპანია „აი ჯი დეველოპმენტ-ის ინფორმაციით, ახალი სავაჭრო ობიექტი 2018 წლის ნოემბერში გაიხსნება. ამ ეტაპზე „სითი მოლის“ შენობის ფართი 17,000 კვ/მ-ს შეადგენს. ახალი შენობის გასაქირავებელი ფართი 57,000 კვ.მ, ხოლო სრული ფართი ბიზნესცენტრის გარეშე 87,000 კვ.მ იქნება. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მიწის ნაკვეთი, რაზეც შენობა იქნება...
ვრცლად -
ტაბახმელაში მწვანე ქალაქის მშენებლობა იწყება
არაბეთის გაერთიანებული საემიროების ერთ-ერთი უმსხვილესი უძრავი ქონების კომპანია Green Valley International Real Estate Group- ი ტაბახმელაში „მწვანე ქალაქის“ მშენებლობას ოქტომბრის პირველი რიცხვებიდან დაიწყებს. როგორც კომპანიის წარმომადგენელი საქართველოში ვახტანგ გურგენიძე რადიო „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, პროექტის განაშენიანების რეგულირების გეგმა მიღებული აქვთ და სექტემბრის...
ვრცლად -
თბილისის ვაკის რაიონში აფეთქების შედეგად ორი ბინა დაზიანდა
თბილისის ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას VI კვარტალში, #24 მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად, ორი ბინა დაზიანდა. აფეთქება შენობის პირველ სართულზე, სამოთახიან ბინაში მოხდა. სრულად დაიწვა დაახლოებით 80 კვადრატული მეტრის საცხოვრებელი ფართი, დაინგრა ბინის გარეთ გამავალი კედელი და ჩაიმსხვრა ფანჯრის მინები. ცეცხლის ალი მეზობელი ბინის კედელსაც მოედო, თუმცა...
ვრცლად -
"შენობა-ნაგებობებში საშუალო წლიური თბოდანაკარგები კედლებიდან 48%-ს, ხოლო იატაკიდან 13%-ს შეადგენს"
ენერგოეფექტურობის ის პოზიტიური და ეფექტური მახასიათებლები, რომლებიც არამხოლოდ ეკოლოგიას, არამედ ფინანსურ ეკონომიასაც უკავშირდება, განვითარებული ქვეყნების მოსახლეობისთვის სიახლეს აღარ წარმოადგენს. შესაბამისად, ახალ ტექნოლოგიებს წარმატებულად იყენებენ და ყველა მათი ნაბიჯი გრძელვადიან სარგებელზეა გათვლილი. რა ხდება ამ მიმართულებით საქართველოში? ქვეყნის...
ვრცლად -
განახლებული მეტროსადგური "ახმეტელის თეატრი" გაიხსნა
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მოადგილე ირაკლი ლექვინაძესთან და სატრანსპორტო კომპანიის გენერალურ დირექტორ ნუგზარ ჭეიშვილთან ერთად, განახლებული მეტროსადგური "ახმეტელის თეატრი" გახსნა. თბილისის მერიის ინფორმაციით, დღეიდან მგზავრებს სრულად განახლებული და გარემონტებული "ახმეტელის თეატრის" სადგური მოემსახურება. აღნიშნული სადგურის რეაბილიტაცია 2016 წელს დაიწყო...
ვრცლად



