მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 31  აგვისტო  2017

    თბილისის ვაკის რაიონში აფეთქების შედეგად ორი ბინა დაზიანდა

    თბილისის ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას VI კვარტალში, #24 მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად, ორი ბინა დაზიანდა. აფეთქება შენობის პირველ სართულზე, სამოთახიან ბინაში მოხდა. სრულად დაიწვა დაახლოებით 80 კვადრატული მეტრის საცხოვრებელი ფართი, დაინგრა ბინის გარეთ გამავალი კედელი და ჩაიმსხვრა ფანჯრის მინები. ცეცხლის ალი მეზობელი ბინის კედელსაც მოედო, თუმცა სახანძრო სამსახურის თანამშრომლებმა მისი ჩაქრობა მალევე შეძლეს.

    როგორც “სითი კვირას” ვაკის რაიონის გამგეობის პრესსამსახურში განუცხადეს, აფეთქება სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. ხანძრის შედეგად დაშავდა იმ ბინის მაცხოვრებელი, სადაც აფეთქება მოხდა. ​​მან სხეულის ძლიერი დამწვრობა მიიღო. დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

    ​მათივე ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაზიანებულ მეორე სართულზე არსებულ ბინაში, აფეთქების მომენტში მაცხოვრებლები არ იმყოფებოდნენ.
    ვაკის რაიონის გამგეობაში მზადყოფნას გამოთქვამენ, დაზარალებულ ოჯახს მათი კომპეტენციის ფარგლებში დაეხმარონ.
    ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
    აღსანიშნავია, რომ ვაჟა-ფშაველას VI კვარტალში, #24 საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება დღეს, დაახლოებით 16:40 საათისთვის მოხდა.

     

     

     

     

     


პარტნიორები