სიახლეები
-
მარნეულში ალგეთის საბავშო ბაღის მშენებლობა დასრულდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის ალგეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ალგეთში, საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა. ახლად აშენებული ბაღის შენობა ორ სართულიანია, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებს. ამ ეტაპისთვის დასრულებულია ორივე სართულის მშენებლობა და რემონტი. პროექტის ფარგლებში მოეწყო დიდი, კომფორტული და ნათელი ოთახები, სამზარეულო, შენობა აღიჭურვა...
ვრცლად -
საჩხერე-ონის დამაკავშირებელი გზის მშენებლობაზე ტენდერი მალე გამოცხადდება
საჩხერე-ონის დამაკავშირებელი გზის პირველი მონაკვეთის მშენებლობაზე ტენდერი მალე გამოცხადდება. უწყების ცნობით, გზა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკის გადასახვევიდან დაიწყება, გაივლის ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შქმერსა და მიმდებარე სოფლებს და ონში დასრულდება. ჯამში, გზის სიგრძე დაახლოებით 50 კილომეტრი იქნება და თბილისიდან ონამდე მგზავრობას 2 საათით...
ვრცლად -
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში ამბულატორიის მშენებლობა მიმდინარეობს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში ახალი ამბულატორიის მშენებლობა მიმდინარეობს. ინფორმაციას გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს. უწყების ცნობით, სამუშაოებს შპს “ნიუ ბილდ გრუპი” ასრულებს. პროექტის სახელშეკრულებო თანხა 57158 ლარს შეადგენს. ახალი ამბულატორიის მშენებლობის პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
ვრცლად -
რიკოთამდე ახალ გზას იტალიური კომპანია ASTALDI ააშენებს
ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის (რიკოთის გვირაბის აღმოსავლეთ პორტალი) 15კმ-მდე მონაკვეთის მშენებლობას იწყება. სამუშაოებს იტალიური სამშენებლო კომპანია ASTALDI S.P.A შეასრულებს. მშენებლობას რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD) აფინანსებს. ხელშეკრულების ღირებულება 353 729 415 ლარია. სამშენებლო სამუშაოების ვადა 2017-2020 წლებია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით...
ვრცლად -
ბაკურციხეში გრიგოლ ფერაძის სახლ-მუზეუმის მშენებლობა დასრულდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის სახლ-მუზეუმის მშენებლობა დასრულდა, ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. განახლებული სახლ-მუზეუმი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გაგი ბუაძემ და პოლონური რესპუბლიკის წარმომადგენლებმა გახნსეს...
ვრცლად -
Compact Development - ის 2 ახალი პროექტი თბილისში - მშენებლობა იწყება
კომპაქტ დეველოპმენტი იწყებს ახალ მშენებლობას! მაღალსართულიანი კორპუსი ულამაზესი ხედითა და რეკრეაციული ზონით! ,,პროექტი ისანი სამგორის რაიონში" მშენებლობის მისამართი: ბერი გაბრიელ სალოსის #48 ( ყოფილი ბოგდან ხმელნიცკის ქუჩა ) მშენებლობა იწყება: 2017 წლის ნოემბრის თვეში! ,,პროექტი საბურთალოზე" მაღალსართულიანი კორპუსი საბურთალოზე ულამაზესი ხედითა და...
ვრცლად -
ბათუმში, სასტუმრო "მეგა პალასის" მშენებლობა 2017 წელს დასრულდება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე სასტუმრო „მეგა პალასის“ მშენებლობის პროცესს გაეცნენ. მთავრობის წარმომადგენლებს პროექტის დეტალები შპს "მეგა პალასის“ დამფუძნებელმა ლევან ხიმშიაშვილმა გააცნო. პროექტით რეგიონში დაახლოებით 15 მილიონი ლარის ინვესტიცია ხორციელდება. 30 სართულიან შენობაში სულ 105...
ვრცლად -
კომპანია "ანაგი" ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობას განახორციელებს
სამშენებლო კომპანია "ანაგი" აგრძელებს ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას. 2017 წლის აგვისტოში კომპანია "ანაგმა" მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში. ამა წლის 31 აგვისტოს შპს "ანაგსა" და "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას" შორის გაფორმდა ხელშეკრულება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის...
ვრცლად -
დიდი ჯიხაიშის ქუჩაზე გზის დამჭერი საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს
თბილისის ნაძალადევის რაიონში, დიდი ჯიხაიშის ქუჩისა და იმერეთის მე-2 შესახვევის კვეთაზე გზის დამჭერი საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაკვეთით ხორციელდება. სამუშაოების ფარგლებში, 11 მეტრის სიგრძის და 4.5 მეტრის სიმაღლის კედელი შენდება. პროექტის ღირებულება 28 000 ლარს შეადგენს. მათივე ინფორმაციით, საყრდენი კედლის...
ვრცლად -
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ხიდის მშენებლობა 2018 წლის აპრილში დასრულდება
„მომავალი წლის ზაფხულის სეზონზე ტურისტები ქობულეთის შემოვლითი გზის ახალი მონაკვეთით გადაადგილდებიან“, - ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი სეთურიძემ „კომერსანტს“ განუცხადა. ქობულეთის ზღვისპირა ზოლის განტვირთვისთვის, შემოვლითი გზის მშენებლობა გრძელდება. პირველი მონაკვეთის მშენებლობა დასრულდა და ამ ეტაპზე, მეორე - 18...
ვრცლად



