სიახლეები
-
01 სექტემბერი 2017
თქვენი რეკლამა
თბილისში, ქავთარაძეზე მდებარე სავაჭრო ცენტრი ფართოვდება – როდის გაიხსნება განახლებული „სითი მოლი“?
სავაჭრო ცენტრი „სითი მოლი – საბურთალო“ ფართოვდება. კომპანია „აი ჯი დეველოპმენტ-ის ინფორმაციით, ახალი სავაჭრო ობიექტი 2018 წლის ნოემბერში გაიხსნება. ამ ეტაპზე „სითი მოლის“ შენობის ფართი 17,000 კვ/მ-ს შეადგენს. ახალი შენობის გასაქირავებელი ფართი 57,000 კვ.მ, ხოლო სრული ფართი ბიზნესცენტრის გარეშე 87,000 კვ.მ იქნება.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, მიწის ნაკვეთი, რაზეც შენობა იქნება განთავსებული 36, 000 კვ.მ შეადგენს. სითი მოლის ლოკაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან არის ქალაქის ცენტრში. შესაბამისად, ეს იქნება ყოველდღიური თავშეყრის ადგილი როგორც ოჯახებისთვის, ასევე მეგობრებისთვის“- განუცხადეს „კომერსანტს“ „სითი მოლში“.
მათი განცხადებით, შენობაში იგეგმება საერთაშორისო ბრენდული მაღაზიების, საკვები ობიექტების და გასართობი ადგილების მოწყობა, როგორც ბავშვებისთვის, ასევე დიდებისთვის. ასევე მოეწყობა მოსასვენებელი ადგილი მშობლებისთვის, რათა პატარებთან ერთად შეძლონ „სითი მოლში“ სიარული. გარდა ამისა, მიწის ქვეშ განთავსდება 1500 მანქანაზე გათვლილი ავტოსადგომი.
როგორც კომპანიაში „კომერსანტს“ განუცხადეს, 2018 წლიდან „სითი მოლი“ სრულად დააკმაყოფილებს მომხმარებლის მოთხოვნას.
რა მოცულობის ინვესტიცია განხორციელდება სავაჭრო ცენტრის გაფართოებისთვის, ამ ეტაპზე აი ჯი დეველოპმენტ-ში არ საუბრობენ.ავტორი: სოფო ქსოვრელი - რადიო კომერსანტი