სიახლეები
-
11 სექტემბერი 2017
თქვენი რეკლამა
რიკოთამდე ახალ გზას იტალიური კომპანია ASTALDI ააშენებს
ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის (რიკოთის გვირაბის აღმოსავლეთ პორტალი) 15კმ-მდე მონაკვეთის მშენებლობას იწყება.
სამუშაოებს იტალიური სამშენებლო კომპანია ASTALDI S.P.A შეასრულებს. მშენებლობას რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD) აფინანსებს. ხელშეკრულების ღირებულება 353 729 415 ლარია. სამშენებლო სამუშაოების ვადა 2017-2020 წლებია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის 15კმ-მდე გზა, რიკოთის საუღელტეხილო გვირაბამდე მიდის. ამ გზით ჩრდილოეთიდან გვერდს ავუვლით ხაშურს, სურამს, ჩუმათელეთს და გამოვალთ რიკოთის გვირაბთან.
პროექტის ფარგლებში აშენდება: 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზა, 21 ხიდი, 5 გვირაბი, რკინა-ბეტონის მიწისქვეშა გასასვლელები, წყალგამტარი მილები და სადრენაჟე სისტემები.