სიახლეები
-
10 სექტემბერი 2017
თქვენი რეკლამა
კომპანია "ანაგი" ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობას განახორციელებს
სამშენებლო კომპანია "ანაგი" აგრძელებს ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას. 2017 წლის აგვისტოში კომპანია "ანაგმა" მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში. ამა წლის 31 აგვისტოს შპს "ანაგსა" და "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას" შორის გაფორმდა ხელშეკრულება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობასთან დაკავშირებით.