სიახლეები
-
10 სექტემბერი 2017
თქვენი რეკლამა
დიდი ჯიხაიშის ქუჩაზე გზის დამჭერი საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს
თბილისის ნაძალადევის რაიონში, დიდი ჯიხაიშის ქუჩისა და იმერეთის მე-2 შესახვევის კვეთაზე გზის დამჭერი საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაკვეთით ხორციელდება.
სამუშაოების ფარგლებში, 11 მეტრის სიგრძის და 4.5 მეტრის სიმაღლის კედელი შენდება. პროექტის ღირებულება 28 000 ლარს შეადგენს.
მათივე ინფორმაციით, საყრდენი კედლის მშენებლობა ოთხ დღეში დასრულდება. სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაკვეთით შპს ” არტ-სოლი” აწარმოებს.