მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

ძიება ტეგის მიხედვით: მშენებლობა
  • 12  ივნისი  2018

    დაასრულებს თუ არა „ხრუშჩოვკების“ ეპოქას თბილისის მერის გადაწყვეტილება?

    თბილისის მერის კახი კალაძე ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების განხორციელებას იწყებს. ამის შესახებ კალაძემ გასულ კვირას დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მერის თქმით, ამ ეტაპზე საუბარია ვარკეთილის მესამე მასივის მეექვსე და მერვე კვარტლებში მდებარე ოთხი მწვავედ ავარიული კორპუსის სრულად ჩანაცვლებაზე. ასევე, ვარკეთილის მასივისა და ზემო პლატოზე მდებარე ნაკლებად...

    ვრცლად
  • 12  ივნისი  2018

    თბილისში ორი მულტიფუნქციური სპორტული ცენტრის აშენება იგეგმება

    თბილისის მერიამ ვარკეთილისა და დიდ დიღომში მულტიფუნქციური სპორტული ცენტრის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. როგორც მერიის მულტიფუნქციური სპორტული ცენტრების მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაშია მითითებული, შესყიდვების სავარაუდო ღირებულება 600 ათას ლარს შეადგენს. ტერიტორია უკვე შერჩეულია. ვარკეთილიში, მესამე მიკრო რაიონში, 180-ე სკოლასთან სპორტულ...

    ვრცლად
  • 12  ივნისი  2018

    ტურისტული სეზონისთვის კახეთში დაზიანებული გზების შეკეთება მიმდინარეობს

    კახეთის რეგიონში, დაზიანებული გზის აღდგენა ხდება. ორმოული შეკეთება და ჰორიზონტალური მონიშვნა გრძელდება თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის, წნორი-დედოფლისწყარო-ქვემო ქედისა და ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზებზე. ტურისტული სეზონისთვის, რეგიონში, ზამთრის პერიოდში დაზიანებული გზა სრულად შეკეთდება, დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, მოწესრიგდება დაზიანებული ბორდიურები...

    ვრცლად
  • 08  ივნისი  2018

    თბილისში ამერიკული ჰოსპიტალის მშენებლობა ზაფხულში დაიწყება

    თბილისში უმაღლესი სამედიცინო სტანდარტების ამერიკული ჰოსპიტალის მშენებლობა მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყება. ჰოსპიტალს ოპერირებას ტენდერის საფუძველზე შერჩეული ამერიკული Innova Health Management-ი გაუწევს. როგორც ჰოსპიტალის ერთ-ერთი დამფუძნებელი დიმიტრი ტვილდიანი „კომერსანტთან საუბრისას განმარტავს, მშენებლობა აქამდეც უნდა დაწყებულიყო. თუმცა, ფინანსური რესურსების მოძიების...

    ვრცლად
  • 08  ივნისი  2018

    გუდაურის ქალაქმშენებლობითი გეგმა დამტკიცებულია

    დღევანდელი გუდაური გაიზრდება სამჯერ, მაგრამ ეს იქნება კანონზომიერად დაგეგმილი და განვითარებული კურორტი, სადაც იქნება ყველა საჭირო სივრცე, არა მხოლოდ მოსრიალეთათვის; ის ასევე უპასუხებს მსოფლიოში არსებულ დღევანდელ ტრენდს, რაც გამოიხატება იმაში, რომ სათხილამურო კურორტებზე არამოთხილამურეთა სტუმრობა ძალიან სწრაფი ტემპით იზრდება, - ამის შესახებ საქართველოს...

    ვრცლად
  • 08  ივნისი  2018

    ბაკურიანში ყინულის მოედნის მშენებლობა იგეგმება

    რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ბაკურიანში მრავალფუნქციური ყინულის მოედნის მშენებლობას გეგმავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, პროექტის კონცეპტუალური გეგმა მუნიციპალური განვითრების ფონდში განიხილეს. შეხვედრას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე...

    ვრცლად
  • 07  ივნისი  2018

    „სვეტმა“ ბიზნესის 33 პროცენტი გაასხვისა?!

    სამშენმებლო კომპანია „სვეტმა“ ბიზსნესის 33 პროცენტი გაასხვისა. კომპანიის ოფისში მისულ დაზარალებულებს მენაშენეებმა განუცხადეს, რომ კომპანია მათ წინაშე არსებულ ვალდებულებებს სწორედ წილის გასხვისების შედეგად მიღებული ტრანზაქციით გადაუხდის. ივნისის ბოლოს კი „სვეტის“ ვალდებულებებს ახალი ინვესტორი გადაიბარებს. კომერსანმა'' ამ ინფორმაციის გადამოწმება...

    ვრცლად
  • 06  ივნისი  2018

    უძრავი ქონების ნაღდი ფულით შეძენაზე 10 000 ლარიანი ჯარიმა შემოდის

    მთავრობა უძრავი ქონების ნასყიდობის ტრანზაქციების საბანკო არხებში გადატანას გეგმავს. საკანონმდებლო ცვლილებით, სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლს ემატება მე-4 ნაწილი, რომლის თანახმადაც, უძრავი ნივთის ნასყიდობის შემთხვევაში ნასყიდობის ფასის გადახდა უნდა განხორციელდეს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით უნდა გაიცეს უძრავი ქონებით...

    ვრცლად
  • 05  ივნისი  2018

    რა უნდა გაითვალისწინოთ თუ შესაძენი მშენებარე ბინა ბანკის კრედიტით შენდება

    მომხმარებლებს ბინის შეძენისთვის სწორი არჩევანის გასაკეთებლად "მენაშენეთა ასოციაცია" მორიგ რეკომენდაციას სთავაზობს. რეკომენდაციას m2b.ge ავრცელებს. მენაშენეების თქმით, ბინის შეძენისას უამრავი წვრილმანისა და ფუნდამენტური საკითხის გათვალისწინებაა საჭირო, რათა მომხმარებელმა ზუსტად ის მიიღოს, რაშიც ფულის გადახდას აპირებს. „რეკომენდაცია #6 – სწორად გააფორმეთ...

    ვრცლად
  • 04  ივნისი  2018

    კუს ტბის განაშენიანების გეგმა შედგა

    ექსკლუზიურად ცნობილი ხდება, რომ კუს ტბის განაშენიანების გეგმა შედგა, რომელიც ამ დროისთვის მერიაშია გადაგზავნილი. როგორც კომერსანტთან საუბრისას კუს ტბის გენერალური დირექტორი ნინო ბადაგაძე აცხადებს, აღნიშნული გეგმა ლოკაციაზე სრულიად ახალ სურათს შექმნის. კუს ტბის გენერალური გეგმის ფარგლებში ადგილზე მრავალი სივრცის მოწყობა და გასართობი ობიექტის მშენებლობა...

    ვრცლად

პარტნიორები