სიახლეები
-
08 ივნისი 2018
თქვენი რეკლამა
თბილისში ამერიკული ჰოსპიტალის მშენებლობა ზაფხულში დაიწყება
თბილისში უმაღლესი სამედიცინო სტანდარტების ამერიკული ჰოსპიტალის მშენებლობა მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყება. ჰოსპიტალს ოპერირებას ტენდერის საფუძველზე შერჩეული ამერიკული Innova Health Management-ი გაუწევს.
როგორც ჰოსპიტალის ერთ-ერთი დამფუძნებელი დიმიტრი ტვილდიანი „კომერსანტთან საუბრისას განმარტავს, მშენებლობა აქამდეც უნდა დაწყებულიყო. თუმცა, ფინანსური რესურსების მოძიების მხრივ დროში გაჭიანურდა.
მისივე განმარტებით, დღეს შეთანხმება მიღწეულია ერთ-ერთ გერმანულ ბანკთან საკრედიტო რესურსის გამოყოფასთან დაკავშირებით. ამჟამად მიმდინარეობს პროექტზე მუშაობა, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება.
ტვილდიანის ინფორმაციით, უახლოეს 1 თვეში ტენდერის საფუძველზე შეირჩევა სამშენებლო კომპანია, რომელიც პროექტს განახორციელებს. ეს იქნება საერთაშორისო ტენდერი, რადგან სამუშაოების ნაწილი უცხოელების გასაკეთებელი იქნება.
მისი ინფორმაციით, ჰოსპიტალის მშენებლობა 18 თვეში დასრულდება.პროექტის მთლიანი ღირებულება 55 მილიონი აშშ დოლარი იქნება.ახალი ჰოსპიტალი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება. პროექტს ერთობლივად ახორციელებენ კომპანია „თიბისი ჰოლდინგი, ჰოლდინგი „კონტი და დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო ინსტიტუტი (აიეტი). ჰოსპიტალში 400 ადამიანის დასაქმება იგეგმება.
პროექტი 2014 წელს დაანონსდა. მაშინ ითქვა, რომ 150 საწოლზე გათვლილ ამერიკული სტანდარტების მრავალპროფილიან ჰოსპიტალში დაინერგება JCAO უმაღლესი ამერიკული სტანდარტები და ტექნოლოგიები, რომელსაც ანალოგი არ აქვს საქართველოში. ჰოსპიტალში სამუშაოდ მოწვეულნი იქნებიან ამერიკაში ლიცენზირებული ქართველი ექიმები. მის ბაზაზე, სამედიცინო ინსტიტუტ „აიეტისა და აშშ-ს წამყვანი სამედიცინო უნივერსიტეტების მონაწილეობით, ჩამოყალიბდება და განვითარდება სასწავლო-სამედიცინო ცენტრი, რომელიც ხელს შეუწყობს სამედიცინო დარგის პროფესიონალთა ქსელის გაფართოებას.
დიმიტრი ტვლიდიანი 2014 წლის აგვისტოში „კომერსანტთან ინტერვიუში აცხადებდა, რომ ჰოსპიტალში არსებული ფასები არსებულთან დაახლოებით 50 პროცენტით ძვირი იქნება.
„თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სახელმწიფო აფინანსებს ძირითად ნაწილს ამ ხარჯებისას, მოსახლეობის 90 პროცენტს ექნება საშუალება, რომ ჩვენი მომსახურება მიიღოს. ჩვენი მომსახურება იქნება რამდენიმეჯერ იაფი ვიდრე ევროპაში, თუმცა ცოტა უფრო ძვირი, ვიდრე საქართველოში-აცხადებდა ტვილდიანი.
მისი თქმით, გაკეთდა სპეციალური კვლევა, რომელმაც აჩვენა,. რომ როდესაც ქართველები საზღვარგარეთ სამკურნალოდ მიდიან, ძირითადად მიდიან იმიტომ, რომ ეძებენ ხარისხს. ამერიკული ჰოსპიტლის გახსნის წინაპირობაც ეს გახდა.
„როდესაც ჩვენთან ამერიკიდან ექიმებს მოვიწვევთ, ყველას თავის კლინიკასთან კავშირები ექნება. მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ჩავერთოთ ქსელებში, რომელიც მოგვცემს საშუალებას,რომ საჭიროების შემთხვევაში გადასანერგი ორგანოებიც ჩამოვიტანოთ და შევეცდებით, რომ პაციენტები სამკურნალოდ საზღვარგარეთ არ გავუშვათ.ჰოსპიტალი ფართო პროფილის იქნება. აუცილებლად, იქნება თერაპიაც, მეანობა-გინელოკოლგიაც, ქირურგიაც, პედიატრიაც, ონკოლოგიაც, დიაგნოსტიკური და ლაბორატორიული მომსახურებაც და იქნება პოლიკლინიკური მომსახურებაც-აცხადებდა ტვილდიანი.ტეგები