სიახლეები
-
07 ივნისი 2018
თქვენი რეკლამა
„სვეტმა“ ბიზნესის 33 პროცენტი გაასხვისა?!
სამშენმებლო კომპანია „სვეტმა“ ბიზსნესის 33 პროცენტი გაასხვისა. კომპანიის ოფისში მისულ დაზარალებულებს მენაშენეებმა განუცხადეს, რომ კომპანია მათ წინაშე არსებულ ვალდებულებებს სწორედ წილის გასხვისების შედეგად მიღებული ტრანზაქციით გადაუხდის. ივნისის ბოლოს კი „სვეტის“ ვალდებულებებს ახალი ინვესტორი გადაიბარებს.
კომერსანმა'' ამ ინფორმაციის გადამოწმება სვეტის'' ადმინისტრაციასთან სცადა, სადაც დაადასტურეს, რომ კომპანიაში რეორგანზაცია მიმდინარეობს და ინვესტორი უკვე ნაპოვნია. რაც შეეხება 33 - პროცენტიანი წილის გაყიდვას, ეს ინფორმაცია არც უარყვეს და არც დაადასტურებს. როგორც სვეტის ადმინისტრაცია აცხადებს, დეტალებზე რეორგანიზაციის დასრულების შემდეგ ისაუბრებენ.კომპანია სვეტმა თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში მირცხულავას ქუჩაზე რამდენიმე ბლოკზე არქიტექტურული პროექტი შესათანხმებლად მაისში წარადგინა. როგორც კომერსანტს თბილისის არქიტექურის სამსახურში განუცხადეს, საქმის წარმოება მიმდინარეობს. კომპანია სვეტის რამდენიმე პროექტში იყო ხარვეზი, რის გამოც ბიზნესოპერატორმა არქიტექტურის სამსახურს ახალი დოკუმენტაცია უნდა წარუდგინოს.
სამშენებლო კომპანია „სვეტი“თბილისში რამდენიმე პროექტს ახორციელებდა. კერძოდ: ნაძალადევში, ჭყონდიდელის ქუჩაზე - „სვეტი ქალაქი 1“ (1200-ბინიანი კომპლექსი); დიდუბეში, წერეთლის გამზირზე - „წერეთლის კოშკი“ (17-სართულიანი კომპლექსი); ნუცუბიძეზე - „სვეტი ქალაქი-3“ (15-სართულიანი), და კაიროს ქუჩაზე - „სვეტი ისანი“ (10-სართულიანი) და მირცხულავას ქუჩაზე 15-სართულიანი კომპლექსი.ტეგები