მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 12  ივნისი  2018

    ტურისტული სეზონისთვის კახეთში დაზიანებული გზების შეკეთება მიმდინარეობს

    კახეთის რეგიონში, დაზიანებული გზის აღდგენა ხდება. ორმოული შეკეთება და ჰორიზონტალური მონიშვნა გრძელდება თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის, წნორი-დედოფლისწყარო-ქვემო ქედისა და ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზებზე.

    ტურისტული სეზონისთვის, რეგიონში, ზამთრის პერიოდში დაზიანებული გზა სრულად შეკეთდება, დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, მოწესრიგდება დაზიანებული ბორდიურები და საგზაო ნიშნები.

    სამუშაოს დასრულების შემდეგ, კახეთის საკურორტო და რეკრეაციულ ზონებამდე მისვლა შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი.

    კახეთის რეგიონთან ერთად, დაზიანებულ საგზაო მონაკვეთებზე, მოვლა-შენახვის სამუშაო, მთელი საქართველოს მასშტაბით, აქტიურად მიმდინარეობს.

     

     

    ტეგები


პარტნიორები