მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 06  ივნისი  2018

    უძრავი ქონების ნაღდი ფულით შეძენაზე 10 000 ლარიანი ჯარიმა შემოდის

    მთავრობა უძრავი ქონების ნასყიდობის ტრანზაქციების საბანკო არხებში გადატანას გეგმავს.

    საკანონმდებლო ცვლილებით, სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლს ემატება მე-4 ნაწილი, რომლის თანახმადაც, უძრავი ნივთის ნასყიდობის შემთხვევაში ნასყიდობის ფასის გადახდა უნდა განხორციელდეს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.

    ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით უნდა გაიცეს უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხებიც.
     



    პარლამენტში წარდგენილი ცვლილებებით, ეროვნული ბანკის რეგულირების ქოლგს ქვეშ დარჩენილი პირების მიერ უძრავი ქონების უზრუნველყოფით სესხის გაცემა, ან უძრავი ქონების ნაღდი ანგარიშსწორებით შეძენა ჩაითვლება კანონდარღვევად, რაც გამოიწვევს ჯერ გაფრთხილებას, 30 დღეში დარღვევის საფუძვლის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, სამართალდამრღვევი დაჯარიმდება 10 000 ლარის ოდენობით. იმ შემთხვევაში თუ დაჯარიმებიდან 30 დღის ვადაში კვლავ არ იქნება აღმოფხვრილი სამართალდარღვევის საფუძველი, სამართალდამრღვევი განმეორებით დაჯარიმდება 10 000 ლარით.

    ამასთან, კონკრეტდება, რომ უზრუნველყოფილი სესხის გაცემის მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში სამართალდარღვევის საფუძვლის აღმოფხვრად ჩაითვლება მხარეთა შორის დადებული სესხის ხელშეკრულების შეწყვეტა ან იმ ნაწილის ცვლილება, რომელიც არღვევს სამოქალაქო კოდექსის 6241-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ხოლო უძრავი ნივთის ნასყიდობის ფასის მიღების მოთხოვნის დარღვევისას - ნასყიდობის ხელშეკრულების შეწყვეტა ან ნასყიდობის ხელშეკრულების იმ ნაწილის ცვლილება, რომელიც არღვევს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნას. 

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები