სიახლეები
-
ფოთში, სანაპირო ზოლის განაშენიანებაზე 3 მილიონი ლარი დაიხარჯება
ფოთში კუნძულის უბნის სანაპირო ზოლის კეთილმოწყობა იგეგმება. სანაპირო ზოლის განაშენიანების ორწლიანი პროექტის პირველი ეტაპი რეგიონული განვითარების ფონდიდან 3 მილიონი ლარით დაფინანსდება. დაგეგმილია 61 ათასი კვ. მეტრი ფართობის ზოლის ფილებით მოკირწყვლა, საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, ვეტერანთა სახლისა და საბავშვო მოედნის მოწყობა, კაფეებისა და კომერციული ობიექტების...
ვრცლად -
თბილისში ოთხი ახალი საბავშვო ბაღი შენდება
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე დიდ დიღომში, სოფელ დიღომში და ჩუღურეთის რაიონში ახალი ბაგა-ბაღების მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო და სამუშაოების შესრულების ხარისხით დაინტერესდა. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ბაგა-ბაღების მშენებლობა დიდი დიღმის III და IV მიკრორაიონში გასულ წელს დაიწყო. სკოლამდელი აღზრდის ორივე...
ვრცლად -
ნებართვის გამცემ არქიტექტორს სერტიფიკატის ქონა მოეთხოვება
არქიტექტორებს, რომლებიც ხელს აწერენ ნებართვის მისაღებად მომზადებულ სამშენებლო პროექტს, სერტიფიკატის ქონა მოეთხოვებათ. სერტიფიკატთან დაკავშირებული საკითხი მთავრობის საკანონმდებლო პაკეტით შემოდის. კერძოდ, საუბარია მთავრობის მიერ პარლამენტში ინიცირებულ “სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსის“ პროექტზე, რომელიც პარლამენტს ჯერ კიდევ 2016 წლის ნოემბრეში...
ვრცლად -
მშენებლობის ნებართვის გაცემის წესში ცვლილებები შედის
მშენებლობის ნებართვის გაცემის წესში ცვლილებები შედის. მთავრობის შესაბამისი დადგენილების პროექტს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერი კახა კალაძე წარადგენს. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ეს ცვლილებები მნიშვნელოვნად მოაწესრიგებს თბილისში მშენებლობების პროცესს. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ თბილისში მშენებლობების პროცესი...
ვრცლად -
დედაქალაქში მეტ მწვანე სივრცეს გავაჩენთ
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისში მშენებლობის თვალსაზრისით მერია ცვლილებებს განახორციელებს, რომლის თანახმად სამშენებლო პროექტების დამკვეთებს ვალდებულება უჩნდებათ, რომ მშენებლობის დასრულების შემდეგ მერიასთან შეთანხმებით დენდროლოგიური პროექტი წარმოადგინონ. როგორც კახა კალაძემ განმარტა, ამ პროექტის თანახმად მშენებლობის დასრულების შემდეგ...
ვრცლად -
ანაკლიაში პორტის სამშენებლო სამუშაოებზე ინვესტორი ანგარიშს აქვეყნებს
ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ანაკლიაში პორტის სამშენებლო სამუშაოებზე ანგარიშს აქვეყნებს. კომპანია საზოგადოების მხრიდან დიდ ინტერესზე მიუთითებს და აღნიშნავს, რომ სამუშაოებზე ანგარიშს ყოველთვიური ხასიათი ექნება. მენეჯმენტის ცნობით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ამ ეტაპზე, პორტის პირველი ფაზის, 110 ჰექტარის ფართობის...
ვრცლად -
თბილისში 40 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციით ამერიკული ჰოსპიტალი გაიხსნება
თბილისში,ქართულ-აზერბაიჯანული ინვესტიციით მრავალპროფილური კლინიკა გაიხსნება. ამის შესახებ საინვესტიციო კომპანია „ბლოკ ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორმა თორნიკე ჯანაშვილმა „კომერსანტთან“ საუბრისას განაცხადა. მისი ინფორმაციით, პროექტში „ბლოკ ჯგუფი “ 50 პროცენტიანი წილით შევიდა. ჯანაშვილის განცხადებით, ჰოსპიტალი ჩხეიძის და უზნაძის ქუჩებს შორის, ყოფილი...
ვრცლად -
ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხი მაქსიმალურად უნდა გაკონტროლდეს
თბილისის მერმა, კახა კალაძემ, მერიის შესაბამის სამსახურებსა და გამგეობების წარმომადგენლებს სთხოვა, მუნიციპალური ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხის კონტროლზე მაქსიმალური ყურადღება გაამახვილონ. როგორც მან დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტის შესწავლამ და ბოლო დროს განხორციელებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ...
ვრცლად -
კურორტ ლიბანში ყოფილი სანატორიუმი იყიდება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს– სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსათვის“ ფარგლებში აუქციონზე კლიმატურ-ბალნეოლოგიურ კურორტ ლიბანში მდებარე ყოფილი „სანატორიუმი ლიბანი“ გასაყიდად გამოიტანა. სანატორიუმი მე–19 საუკუნის პირველ ნახევარში – ამპირის სტილშია აშენებული. შენობის მთავარი...
ვრცლად -
საქართველოს ციფრული მშენებელი CONSTRUCT.GE 1 წლისაა !
Construct.ge - ვაჭრობის და ფასების კვლევის პლატფორმის გაშვებიდან 1 წელი გავიდა და ამ დრომდე ბევრი საინტერესო შედეგი დაიდო: ელექტრონულ კატალოგში146 იმპორტიორისგან თუ ადგილობრივი მწარმოებლოსგან 20,000-ზე მეტი სამშენებლო და მასთან დაკავშირებული პროდუქტია წარმოდგენილი მყიდველის სტატუსით 160-ამდე კომპანიაა რეგისტრირებული დღემდე 150-ამდე შეკვეთაა განხორციელებული ეს...
ვრცლად



