სიახლეები
-
15 თებერვალი 2018
თქვენი რეკლამა
ანაკლიაში პორტის სამშენებლო სამუშაოებზე ინვესტორი ანგარიშს აქვეყნებს
ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ანაკლიაში პორტის სამშენებლო სამუშაოებზე ანგარიშს აქვეყნებს.
კომპანია საზოგადოების მხრიდან დიდ ინტერესზე მიუთითებს და აღნიშნავს, რომ სამუშაოებზე ანგარიშს ყოველთვიური ხასიათი ექნება.
მენეჯმენტის ცნობით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ამ ეტაპზე, პორტის პირველი ფაზის, 110 ჰექტარის ფართობის ტერიტორიაზე ადრეული სახმელეთო სამუშაოებისთვის ღია ტენდერის შედეგად შერჩეული “კომპანია ბლექ სი გრუპი“ ახორციელებს.
ამჯერად ნავსადგურის ტერიტორიაზე მიმდინარეობს:
✔110 ჰექტარზე ჰუმუსოვანი ფენის მოხსნა და დასაწყობება
✔ 2, 5 კმ სიგრძის სამელიორაციო არხის მშენებლობა
✔შიდა გზების მოწყობა
✔გეოდეზიური სამუშაოები
✔ნარჩენების გატანა
✔არსებული კომუნიკაციების გადატანა
✔გეოლოგიური სამუშაოები
✔ფლორასა და ფაუნაზე დაკვირვება, რათა მშენებლობის პროცესში გარემოს მინიმალური ზიანი მიადგეს.
„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშოები საერთაშორისო და საქართველოში მოქმედი შრომის უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს“, - აცხადებს კომპანია და აღნიშნავს, რომ სამუშაოების დაწყებამდე „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ წარმომადგენლებმა შეხვედრები ჩაატარეს ადგილობრივ მოსახლეობასთან და დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს მომავალი სამშენებლო სამუშოების პროცესზე და უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შემდეგი ეტაპი საზღვაო სამუშაოებია, რომელთა დაწყება 2018 წლის ზაფხულში იგეგმება. საზღვაო სამშენებლო სამუშაოების პირველი ეტაპი დაღრმავება და რეკლამაცია იქნება, რომლის ფარგლებშიც ანაკლიაში დამაღრმავებელი გემი და სხვა საზღვაო ტექნიკა შემოვა და მოხდება 5 მლნ კუბური მეტრი მასალის ამოღება ზღვის ფსკერიდან სანაპიროზე რეკლამაციის მიზნით.
ტეგები